საწებლის რეცეპტი, რომელიც 48 საათში ათასობით დიასახლისმა გააზიარა - Gemrielia.ge

საწებლის რეცეპტი, რომელიც 48 საათში ათასობით დიასახლისმა გააზიარა

ჟურნალისტ ნინო კვაჭანტირაძის ”საფირმო” საწებლის რეცეპტი არნახულად პოპულარული გამოდგა და თავად რეცეპტის ავტორიც გაოგნებას ვერ მალავს. ”ქართული ფეისბუქის ისტორიაში უპრეცედენტო ამბავია -პომიდვრის საწებლის ჩემი რეცეპტი 48 საათში გაიზიარა 8224 ფეისბუქმომხმარებელმა”, - წერს ნინო.

გავიგოთ, რა რეცეპტზეა საუბარი:

”აი, ვინც ზამთარში ამ საწებლის რეცეპტს მთხოვთ, ახლა გეუბნებით, ამის გაკეთების სეზონი ახლაა და არ დაიზაროთ, უადვილესია:
10 კილო პომიდორს ამოაჭერით ყუნწები, გადაჭერით შუაზე და ჩაყარეთ ქვაბში + 1 კილო გასუფთავებული სტაფილო, 2 კილო გათლილი, დაჭრილი ვაშლი, 2 კილო ბულგარული წიწაკა, 500 გრამი მწარე წითელი წიწაკა, 1 კილო გაფცქვნილი ხახვი, 3 თავი ნიორი, ყველაფერი ერთად უნდა მოიხარშოს. რომ გაგრილდება დავაბლენდერებთ, დაუმატებთ მარილს გემოვნებით და 10 გრ (20 აბი) ასპირინს, ჩავასხამთ დამდუღრულ ქილებში ან ბოთლებში და ვინახავთ გრილ ადგილზე (გამოდის 20-22 ნახევარლიტრიანი)
მოკლედ, ეს საწებელი გემრიელია ხორცთან, კარტოფილთან და წიწიბურასთანაც კი. ასევე აგემრიელებს წვნიანებს და ბოლო-ბოლო პურთან ერთადაც შეგიძლიათ მიირთვათ, განსაკუთრებით მარხვაში. ახლა გეტყვით, რა დამიჯდა ეს "სიამოვნება": 10 კილო პომიდორი - 5 ლარი, 1 კგ. სტაფილო - 1 ლარი, 2 კგ. წითელი ბულგარული წიწაკა - 4 ლარი, მწარე წიწაკა - 2 ლ. ხახვი - 1 ლარი, ნიორი - 1 ლარი, მარილი - 30 თეთრი, ასპირინი - 50 თეთრი. სულ - 14 ლარი და 80 თეთრი. ერთი ნახევარლიტრიანის ფასი გამოგვივიდა დაახლოებით 67 თეთრი! ხომ ღირს თქვენი შრომა?!
ვაშლის ფასი გამომრჩენია + კიდევ 1 ლარი!!!”

 

წყარო