მხოლოდ ერთი ნაყოფი უზმოზე და მინუს 2 კგ 2 დღეში! - Gemrielia.ge

მხოლოდ ერთი ნაყოფი უზმოზე და მინუს 2 კგ 2 დღეში!

კივის შეუძლია უმოკლეს დროში მოხდენილად გაქციოთ! ეს მომჟავო ნაყოფი შესანიშნავია წონის კლებისთვის, თუკი ყოველ დილით, უზმოზე მიიღებთ.
 


კივი შეიცავს ცხიმისმწველ მცენარეულ ნივთიერება კარნიტინს; ასევე, ნაყოფი მდიდარია უჯრედისით და ვიტამინით C, ფლავონოიდებით და ანტიოქსიდანტებით. ამასთან - დაბალკალორიულია! იდეალურია განტვირთვის დღეებისთვის: მისი ქსოვილური სტრუქტურა საშუალებას გვაძლევს, ვაკონტოლოთ მადა.
 


სასარგებლოა 1 კივის მიღება უზმოზე, რა თქმა უნდა, იმ პირობით, თუკი არ გაწუხებთ კუჭის წყლული ან გასტრიტი.
ეს ხილი ასუფთავებს ნაწლავებს, ხოლო მასში შემავალი ვიტამინების საბადო საშუალებას გვაძლევს, სწრაფად დავნაყრდეთ.
 

განტვირთვის დღე კივიზე

 


კვირაში ერთხელ შესაძლებელია მოაწყოთ განტვირთვის დღე კივით. ამ დროს რეკომენდებულია, მთელი დღის განმავლობაში მიირთვათ 6 ცალი კივი და დალიოთ 1,5 ლ უცხიმო კეფირი ან ბუნებრივი იოგურტი. კივის ჯადოსნური თვისებების წყალობით 1 დღეში 2 კგ-ს დაიკლებთ.
 


киви для похудения диета



განტვირთვის დღეს შეგიძლიათ მიირთვათ ასევე კოქტეილი: დააბლენდეროთ კივი, ფორთოხალი ან კენკრა კეფირთან ერთად. ეს კოქტეილი გაამრავალფეროვნებს განტვირთვის დღის მენიუს და საკვების შეზღუდვას არ გაგრძნობინებთ, ორგანიზმი კი ამ შემთხვევაშიც ეფექტურად გაიწმინდება!
გთავაზობთ კივის დიეტის 2 ვარიანტს, რომლებიც 7-7 დღეზეა გათვლილი.

 

მწვანე დიეტა კივით


1. საუზმე


მოიმზადეთ 1 შეკვრა სალათის ფურცლების, 1 ბულგარულის, 1 კივის, 2 ღერი მწვანე ხახვისგან სალათა, დაუმატეთ 1 ს/კ ფრანგული მდოგვი ან ლიმონის წვენი.


 


2. სამხარი 2 საათში


მოამზადეთ ბლენდერით კოქტეილი 1 მწვანე ვაშლის, 1 კივისა და 1 ბანანისგან. თუკი არ გაქვთ საშუალება კოქტეილის მომზადების, უბრალოდ, მიირთვით ეს სამი ხილი.

 


3. სადილი


დაასხით 3 ს/კ შვრიის ფანტელს ერთი ჭიქა ნატურალური იოგურტი, დაუმატეთ ერთ მუჭა ქიშმიში, დაჭრილი მანდარინი და კივი. გააჩერეთ 15 წუთი, შემდეგ კი მიირთვით ენერგეტიკული, ვიტამინებით სავსე სადილი!


 


გააგრძელეთ კითხვა