ქართველი ქალის საოცარი გარდასახვა 3 თვეში - ნახეთ როგორ დაიკლო 25 კილო ქეთი ქოქაშვილმა
ჭარბი წონა საზოგადოებისთვის კვლავ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება, არასწორი დიეტები, გადადებული ვარჯიში და დეტოქს სასმელები, ქალბატონები წონის დასაკლებად ყველაფერს აკეთებენ. 34 წლის ქეთი ქოქაშვილმა საკუთარ თავს აჯობა, სწორი კვებითა და ყოველდღიური ვარჯიშით 25 კილოგრამის დაკლება შეძლო. ქეთის თავისი ისტორიის მოსასმენად დავუკავშირდით.
ქეთი ქოქაშვილი:
- ყველასგან დამოუკიდებელი, მიზანდასახული დიასახლისი ვარ. ადამიანების დახმარება და გვერდში დგომა მიყვარს, ერთი შვილი მყავს 11 წლის, თიკუნა. წონის კლებამდე 93 კილო ვიყავი. ჩემი ჭარბი წონა ორსულობით დაიწყო, ორსულობის შემდეგ, კილოგრამები დამრჩა და ვერ მოვაბი თავი, რომ ჩემი თავისთვის მიმეხედა და სტიმული მიმეცა ფორმაში ჩასადგომად.
ჭარბი წონისკენ მიდრეკილება არ მქონია, ოჯახის შექმნამდე გამხდარი ვიყავი. სიმართლე, რომ ვთქვა, ჩემი წონა დიდად არ მაწუხებდა, მხოლოდ ტანსაცმლის შერჩევა მიჭირდა, რადგან სადაც არ უნდა მივსულიყავი ჩემი ზომის არაფერი ჰქონდათ.
- რა იყო თქვენი მოტივაციის წყარო?
- ჩემი მთავარი მოტივაციის წყარო ჩემი შვილი იყო, ასევე მეგობრები და ოჯახის წევრები, რომლებსაც ძალიან მოსწონდათ და სტიმულს მაძლევდნენ რომ ჭარბწონიანობა დამემარცხებინა.
4 წლის წინ წონის კლებაზე ფიქრი დავიწყე, ჩემი შვილი მეორე კლასში იყო და რაღაც თავისუფალ თემაში დაწერა, რომ უნდოდა უფრო ლამაზი დედა ჰყოლოდა და არა მსუქანი, იქვე მიუთითა ერთ-ერთი ბავშვის მშობელი, რომელიც სამოდელო სააგენტოში მუშაობდა და საკმაოდ კარგი ვიზუალი ჰქონდა... ძალიან დამაკომპლექსა ამის წაკითხვამ და მიზნად დავისახე, რომ ზედმეტი კილოგრამები მომეშორებინა, დავიწყე სწორი კვება და ვარჯიში და 25 კილოგრამი დავიკელი. ჩემი შვილის სიტყვებმა უდიდესი სტიმული მომცა და დავიწყე ყოველ საღამოს 2 საათის განმავლობაში ფეხით სიარული, ერთი წელი დავდიოდი წვიმაში, ქარში, თოვლში და სიცხეში, არც ერთი დღე არ გამიცდენია.
გააგრძელეთ კითხვა