„აუმჯობესებს მხედველობას, მეხსიერებას“ - და კიდევ რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ უნდა მიირთვათ სკუმბრია - Gemrielia.ge

„აუმჯობესებს მხედველობას, მეხსიერებას“ - და კიდევ რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ უნდა მიირთვათ სკუმბრია

სკუმბრია, მართალია, არც ისე კეთილშობილი სახეობის თევზია, მაგრამ სასარგებლო თვისებებით ნამდვილად გამოირჩევა.

ფტორი, მაგნიუმი, კალციუმი, ფოსფორი, კალიუმი, თუთია, იოდი, ნატრიუმი - სკუმბრია ორგანიზმისთვის საჭირო უამრავ მიკროელემენტს შეიცავს. მასში დიდი რაოდენობით A და D ვიტამინია. სკუმბრიაში შემავალი მაგნიუმი, მისივე ცხიმთან კომბინაციაში, დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე.


თუ მიიღებთ ამ თევზს, ნებისმიერი სახით, კვირაში ოთხჯერ, თქვენი სტრესისადმი გამძლეობა ნახევარ წელიწადში მკვეთრად გაუმჯობესდება.

სკუმბრიაში დიდი რაოდენობითაა სასარგებლო ცხიმმჟავები ომეგა-3 და ომეგა-6, ასევე ნიკოტინის მჟავა, რომელიც ქოლესტერინის დონეს აწესრიგებს სისხლში.

სკუმბრიის რეგულარული მოხმარება მხედველობას და მეხსიერებას აუმჯობესებს. განსაკუთრებით ურჩევენ ამ თევზის მიღებას მათ, ვინც გონებრივ სამუშაოს ასრულებს .

სკუმბრიისგან ბევრი გემრიელი კერძის მომზადება შეიძლება. მას კარგად ეხამება ლიმონი, შავი პილპილი, ოხრახუში, ღვინო. რადგან თავადაც სპეციფიური, გამოხატული გემო აქვს, არ უხდება მძაფრი სანელებლები, როგორიცაა როზმარინი, ორეგანო და ა.შ.

შებოლილი სკუმბრია ისეთი სასარგებლო აღარ არის, რადგან მეთოდები, რომელიც შებოლვისას გამოიყენება ჯანმრთელობისთვის მავნეა.ეს განსაკუთრებით ეხება ცხელი შებოლვის მეთოდს და თხევად ბოლს