რამდენი ბროკოლი უნდა მიირთვათ დღეში იმუნიტეტის გასაძლიერებლად? – რჩევები მედიცინის სკოლის მეცნიერებისგან
ექიმები გვირჩევენ თქვენს ყოველდღიურ რაციონს დაამატოთ ბროკოლი. ეს ჯანსაღი ბოსტნეული მსოფლიოს ოცი ყველაზე სასარგებლო ბოსტნეულიდან ერთ–ერთია. ის იცავს ორგანიზმს კიბოსგან და განსაკუთრებით რეკომენდებულია მამაკაცებისთვისა და მწეველთათვის.
აშშ-ში, ჯონ ჰოპკინსის მედიცინის სკოლის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბროკოლის 4 ულუფა (დაახლოებით 3-5 ცალი ) დღეში ანელებს პროსტატის კიბოს განვითარებას. გარდა ამისა, ეს კომბოსტო აუმჯობესებს ფილტვების მუშაობას და მასში შემავალი მაგნიუმი ამცირებს მწეველის სხეულზე ნიკოტინის მავნე ზემოქმედებას.
და ეს ყველაფერი არ არის, ბროკოლი ფოლატის საწყობია, რომელიც აუცილებელია ძუძუს კიბოსა და გულის დაავადებების პროფილაქტიკისთვის. 50 გრ ბროკოლი C ვიტამინის ყოველდღიურ მოთხოვნილებას აკმაყოფილებს და მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ ვირუსთან ბრძოლაში.
კომბოსტოს მოსამზადებლად საუკეთესო საშუალებაა მისი ორთქლზე მომზადება.
ბროკოლის მომზადების საუკეთესო რეცეპტები იხილეთ აქ...