აჩმის ზედაპირი რომ რბილი გამოვიდეს და არა ხრაშუნა – რჩევები გამოცდილი დიასახლისებისგან - Gemrielia.ge

აჩმის ზედაპირი რომ რბილი გამოვიდეს და არა ხრაშუნა – რჩევები გამოცდილი დიასახლისებისგან

 

ცოტა თუ მოიძებნება ისეთი ადამიანი, ვისაც აჩმა არ მოსწონს. ზოგს ხრაშუნა უყვარს, ზოგსაც რბილი ზედაპირით. გემოვნებაზე არ დაობენ. ჩვენი ფეისბუქჯგუფის  წევრი დიასახლისები გვიზიარებენ რჩევებს აჩმის რბილი ზედაპირის მისაღებად: 

 

 

შეურიეთ რძე და ზეითუნის ზეთი, მოასხით ზემოდან – მარეხი ლომინაშვილი. 

 

 

ზემოდანაც მოხარშული ფენა დაადეთ და ცოტა კარაქიც წაუსვით – თეო ჯიშკარიანი. 

 

 

 

 

შეგიძლიათ კალკის ქაღალდი გამოიყენოთ, ასე ზედაპირი აღარ იხრაშუნებს – ნანა აივაზოვი. 

 

 

ზემოდან თუ რბილი გინდათ გამოვიდეს, მაწონში გახსენით კვერცხის გული და ცოტა გამდნარი ცხიმი, რბილი გამოგივათ. მაწონი საგრძნობლად არბილებს ზედაპირს – მანანა ხორაშვილი. 

 

 

ყველაზე გემრიელი აჩმის რეცეპტები იხილეთ აქ...