როგორ მზადდება იმერული „ჭარხლის ჩატვინული“ – რეცეპტები დიასახლისებისგან - Gemrielia.ge

როგორ მზადდება იმერული „ჭარხლის ჩატვინული“ – რეცეპტები დიასახლისებისგან

 

იმერეთში, პატარა ჭურში აკეთებდნენ და მთელი ზამთარი მიირთმევდნენ ჩატვინულ ჭარხალს. ეს სახელი სქელი, ჟელატინისებური გემრიელი მასის გამო შეერქვა, რომელიც გადმოდის დაჭრისას და საოცრად გემრიელია. გამოცდილმა დიასახლისებმა გაგვიზიარეს მომზადების ხერხები:

 

 

მოხარშეთ ჭარხალი, კანი გააცალეთ ხის ნივთით, ჩაალაგეთ ჭურჭელში, დაუმატეთ წიწაკა ,დაფნის ფოთოლი, ნიორი და დაასხით მარილწყალი. დაელოდეთ ჩატვინვას.

 

 

ჭარხალი მოხარშეთ, ხის ჩხირით შეამოწმეთ. როდესაც ჩაარჭობთ ჩხირს, მეორე მხარეს ადვილად უნდა გავიდეს, ეს არის დატვინვის მთავარი საიდუმლო. მის მერე გაასუფთავეთ, ჩააწყვეთ მშრალი და მეორე დღეს დაასხით წყალი. შეგიძლიათ  მარილი ამოღების დროს დააყაროთ, დიდხანს უნდება დამჟავებას. 

 

 

 

 

შეარჩიეთთ 5 კგ წითელი ჭარხალი, გარეცხეთ. მოხარშეთ, შემდეგ ამოიღეთ და მოაცილეთ კანი. 10 ჩ.ჭ ადუღებულ წყალში ჩაყარეთ 5ს.კ მარილი, 700 გ ნიახური, 700 გ ოხრახუში, 100 გრ ნიორი და ადუღეთ 5 წუთს, შემდეგ გადმდგით და შეაგრილეთ.

ჭარხალი ქილაში ჩააწყვეთ ფენებად, თან ჩააყოლეთ ნიახური, ოხრახუში, ნიორი, კამა, წიწაკა, დაფნის ფოთოლი,ზემოდან დაასხით მარილით შეზავებული ნახარში და თუ არ ეყოფა, ადუღებული წყალი დაუმატეთ.