შეიძლება თუ არა წყლის მიღება საკვების მიღების დროს? – გიორგი ღოღობერიძე გვირჩევს - Gemrielia.ge

შეიძლება თუ არა წყლის მიღება საკვების მიღების დროს? – გიორგი ღოღობერიძე გვირჩევს

 

ყველა დროის აქტუალურ კითხვაზე, შეიძლება თუ არა წყლისა და საკვების ერთდროულად მიღება, ბიოქიმია - ფარმაკოლოგიის ლექტორმა, გიორგი ღოღობერიძემ გასცა პასუხი.

 


წყლის მიღება შეიძლება ნებისმიერ დროს, გააჩნია მდგომარეობას. თუ ხარ ჯანმრთელი ადამიანი, მაშინ წყლის მიღება არაფერს შეცვლის, არ შეიცვლება მჟავიანობა კუჭში. საკვები ისედაც შეიცავს გარკვეული დოზით წყალს, მაგალითად, კიტრში 96% წყალია, მაგრამ ადამიანი მას ჩვეულებრივ ინელებს. 

 

 

როდესაც საკვები კუჭში აღმოჩნდება, მას დახვდება მარილმჟავა, ეს არის ის მჟავა, რომელიც საკვებში არსებულ მავნე ნივთიერებებს ანადგურებს და მეორეს მხრივ, ქმნის ხელსაყრელ გარემოს რომ ფერმენტმა პეპსინმა, რომელიც ცილოვან საკვებს შლის, იმოქმედოს. ჩვენს კუჭში საკვების მონელება გრძელდება საშუალოდ 4 საათით, ამ დროის განმავლობაში მარილმჟავა და პეპსინი მუშაობენ ერთად. 

 

 

ჩატარდა მცირე კვლევა, 12 კვირიანი. ადამიანი, რომელიც საკვების მიღებამდე სვამდა წყალს, წონაში დაიკლო. თუ საკვების მიღებამდე დალევთ წყალს, დაგიქვეითდებათ შიმშილის გრძნობა, ამიტომ იმდენად აღარ გშივდებათ და შესაბამისად, ნაკლებს მიირთმევთ. 

 

 


 

ყველა ადამიანში შეიძლება წყლის მიღება საკვების მიღების პერიოდში? 

 

 

პასუხი არის არა, თუ თქვენ გაქვთ დაქვეითებული მჟავიანობა, არ არის სასურველი საკვებისა და წყლის ერთდროულად მიღება. განსაკუთრებით, თუ გაწუხებთ გასტროეზოფაგური რეფლექსი და გაწუხებთ გულძმარვა. 

 

გაითვალისწინეთ: ძალიან ცივი წყლის მიღება არ არის რეკომენდირებული, რადგან ფერმენტები მუშაობენ გარკვეული ტემპერატურის ფარგლებში, კუჭისთვის ტემპერატურის შენარჩუნება გართულდება.