კარგი „წყვილები“ – პროდუქტები, რომლებიც ერთმანეთის სასარგებლო თვისებებს აძლიერებენ - Gemrielia.ge

კარგი „წყვილები“ – პროდუქტები, რომლებიც ერთმანეთის სასარგებლო თვისებებს აძლიერებენ

 

იმის გარდა, რომ არსებობს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და მავნე პროდუქტები, არსებობს კიდევ პროდუქტები, რომლის შემადგენლობაში არსებულ სასარგებლო ნივთიერებებს, ჩვენი ორგანიზმი კარგად ან ცუდად ითვისებს. ხოლო, საკვებისგან, მაქსიმალური სარგებლის მიღებას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ პროდუქტებს ისეთ კომბინაციებში მოვიხმართ, რომ ერთის სასარგებლო თვისებების გაძლიერება, მეორეს საშუალებით მოხდეს. არის შემთხვევები, როდესაც კომბინაციაში შესული პროდუქტის სასარგებლო თვისებები, სხვა პროდუქტების დახმარებით, კი არ ორმაგდება, სამმაგდება კიდეც! ხოლო აქ, დიეტოლოგების მიერ შედგენილი სასარგებლო კომბინაციების სიას წარმოგიდგენთ:

 

 

ყველი და პური / რძიანი ფაფა / თევზის და ხორცის კერძები, ბოსტნეულის გარნირით = ძლიერი ძვლები და ნერვები

 

 

 

 

 

კალციუმის ათვისება, რაციონში არსებული ცხიმების, ცხიმოვანი მჟავების, ცილების, კალციფეროლების (D ჯგუფის ვიტამინები), მაგნიუმის, ფოსფორის რაოდენობის და მისი რაოდენობის თანაფარდობაზე არის დამოკიდებული. ხოლო, საკმარისი ცილის არა არსებობა, კალციუმის ათვისებას აფერხებს. ამიტომ, სასარგებლოა პური ყველთან ერთად, რძეზე მომზადებული ფაფა, ხორცის და თევზის კერძები ბოსტნეულის გარნირით.

 

 

მწვანე ჩაი ლიმონით = სიმსივნის პროფილაქტიკა

 

 

 

 

ცოტა ხნის წინ, იაპონელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მწვანე ჩაის მოყვარულებს, რომლებიც დღის მანძილზე 2 ფინჯან ჩაის მაინც სვამენ, ინსულტის ან გულ–სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი საგრძნობლად უმცირდებად. ასეთი დამცავი ეფექტის მიზეზი კი, კატექინები არის — მწვანე ჩაის შემადგენლობაში შემავალი პოლიფენოლები, რომლებიც ძლიერი ანტიოქსიდანტებია და ამავდროულად, კიბოს უჯრედების ზრდასაც აფერხებენ.

 

 

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კუჭში მოხვედრის შემდეგ, ამ სასარგებლო ნივთიერების განადგურება ხდება, — გადარჩენის შანსი მხოლოდ 20% აქვს. მაგრამ, მწვანე ჩაიში ლიმონის ჩაწურვის შემდეგ, კატექინები ისეთ თვისებებს იძენენ, რომლის წყალობითაც, მათი «გადარჩენიის» შანსი 80%-მდე იზრდება.  გააგრძელეთ კითხვა..