როგორ უნდა მოვამზადოთ ნედლი ქათმისგან შქმერული - რაჭველი დიასახლისის რეცეპტი
ამ გემრიელი კერძის სახელწოდება რაჭული სოფლის - „შქმერის“ - სახელიდან მომდინარეობს. ლეგენდის თანახმად, კერძი შემთხვევით გაჩნდა. სოფლის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა ქათმის მოსამზადებლად გამოიყენა ის ინგრედიენტები, რომლებიც ხელთ ჰქონდა: რძე და ნიორი. დღეისათვის, „შქმერული“ ძალიან პოპულარული კერძია, რომელსაც თუ ერთხელ გასინჯავთ, სამუდამოდ ჩაეწერება თქვენს მენიუში.
შქმერულის მოსამზადებლად რაჭველი დიასახლისები მარტივ და ხელმისაწვდომ ინგრედიენტებს იყენებენ: ქათამი, რძე, ნიორი, მარილი და ცოტა კარაქი. ქინძის დამატება გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ. კერძი განსაკუთრებით გემრიელი გამოვა, თუ მთლიან წიწილას გამოიყენებთ. ასევე, შეგიძლიათ მოამზადოთ ბარკლებისგან და ფრთებისგანაც.
„შქმერულის“ მოსამზადებლად აუცილებლად გამოიყენეთ ნედლი ქათამი, ან წიწილა.
ინგრედიენტები:
• ქათამი ან წიწილა 1 ცალი
• ნიორი 8-10 კბილი
• წყალი 80 მლ.
• რძე 100 მლ.
• მარილი გემოვნებით.
მომზადება:
პირველ რიგში, ქათამი გარეცხეთ და გააშრეთ. ეს მნიშვნელოვანია. შემდეგ, წაუსვით მარილი და დამდნარი კარაქი. ქათამი შეგიძლიათ შეწვათ ტაფაზე, ან გამოაცხოთ ღუმელში. ღუმელში გამომცხვარი უფრო გემრიელია.
შედეთ ქათამი 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 30-40 წთ. პროცესში, მოასხით ზემოდათ თავისივე წვენი, რასაც წვის პროცესში გამოუშვებს, რომ კანი კარგად დაიბრაწოს. სანამ ქათამი იწვება, წვრილ სახეხზე გახეხეთ ნიორი (1 თავი). კეცში ჩაასხით 80 მლ წყალი, 100 მლ რძე და დაუმატეთ გახეხილი ნიორი. მიიყვანეთ ადუღებამდე. შეგიძლიათ ცოტა მარილიც დაუმატოთ.
ცხელ სოუსში ჩადეთ ქათმის ნაჭრები, ოღონდ გახსოვდეთ, რომ ქათამიც ცხელი უნდა იყოს. როდესაც ქათამს ჩადებთ წვენში, გადმოდგით კეცი ცეცხლიდან. ცხელი ქათამი წვენს შეიწოვს და გაჯერდება მისი გემოთი და არომატით.
შქმერული მზადაა! შეგიძლიათ მოაჭრათ ცოცხალი ქინძი.
აქვე, გთავაზობთ მეორე რეცეპტს, რომელიც კლასიკური „შქმერულის“ საინტერესო ვარიაციაა.
ინგრედიენტები:
• წიწილა/ქათამი 1 ცალი
• ნაღების კარაქი 1 ს/კ.
• აჯიკა 1 ჩ/კ.
• მარილი გემოვნებით
• რძე ½ ჭიქა.
• წყალი 1 ჭიქა.
• ნიორი 10 კბილი.
• უცხო სუნელი ½ ჩ/კ.
• დაფქული ხმელი ქინძი ½ ჩ/კ.
• სვანური მარილი ½ ჩ/კ.
მომზადება:
გაახურეთ ღუმელი 190°С-ზე. ქათამი გარეცხეთ და გააშრეთ. წაუსვით მსხვილი მარილი. დამდნარ ნაღების კარაქს შეურიეთ აჯიკა და ეს მასა წაუსვით ქათამს. დადეთ საცხობ სინზე და გამოაცხვეთ ღუმელში.
დაჭყლიტეთ ნიორი. შეურიეთ მარილი, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი და სვანური მარილი.
კეცში ჩააასხით წყალი და რძე, მიიყვანეთ ადუღებამდე. დაუმატეთ 2-3 ს/კ. ცხიმი, რომელიც ქათმის შეწვის შემდეგ დარჩება. დაუმატეთ ნიორი სანელებლებით და კარგად აურიეთ.
სოუსში ჩადეთ დაჭრილი ქათამი და მაშინვე გადმოდგით ცეცხლიდან.
მიირთვით პურთან ერთად!
სად ვიყიდოთ წიწილა?
ქართული კომპანია Noste • ნოსტე-ს ნედლი ქათმის ხორცპროდუქტების შეძენა შეგიძლიათ „ნოსტეს“, ფრესკოსა და გუდვილის მაღაზიათა ქსელში, ასევე, სახლიდან გაუსვლელადაც, „ვილის“ აპლიკაციის მეშვეობით, იგივე ფასად. საწარმო კასპში, 4 სხვადასხვა ლოკაციაზეა განთავსებული და წარმოების პროცესი მოიცავს სადედე გუნდის ზრდა-გამოკვებას, კვერცხის ინკუბაციას, ბროილერის ქათმის ზრდა-გამოკვებას და ნედლი ხორცის წარმოებას. მეურნეობაში ფრინველის მოვლა-პატრონობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება რაც საბოლოო პროდუქტის ხარისხზეც ისახება, საკვების მთავარი ინგრედიენტები სიმინდი და სოიოა.