გაზაფხულის სამი მთავარი სმუზის რეცეპტი ერთი ბლენდერით - Gemrielia.ge

გაზაფხულის სამი მთავარი სმუზის რეცეპტი ერთი ბლენდერით

გაზაფხული დადგა და სასარგებლო სმუზებისა თუ სალათების სეზონიც გახსნილად გამოგვიცხადებია! 

 

ამ სეზონის დადგომისთანავე ვიწყებთ აქტიურ ფიქრსა და მსჯელობას სწორი კვების, ჯანსაღი ცხოვრების სტილისა და ზამთარში მომატებული კილოგრამების მოშორების შესახებ. 

 

იმისათვის, რომ თქვენი აქტუალური ინიციატივა წავახალისოთ, გთავაზობთ  ჯანსაღი სმუზის რამდენიმე რეცეპტს, რომლებითაც თბილ და მზიან ამინდებს თავდაჯერებული შეხვდებით. 

 

სმუზების ნოყიერ და სასარგებლო თვისებებზე, ალბათ, ბევრი რამ გსმენიათ, ამიტომაც ამაზე აღარ შევჩერდებით. შესაბამისად, პირდაპირ შემოგთავაზებთ რამდენიმე რეცეპტს, რომელთა მოსამზადებლად მხოლოდ ბლენდერი და თავისუფალი 5 წუთია საჭირო.
 

შვრიის სმუზი

 

შვრიის სმუზისთვის დაგჭირდებათ ¼ ჭიქა შვრია, ½ გაყინული კენკრა, ½ იოგურტი ან მაწონი ვანილით, ½ ჭიქა ყინული, 2 სუფრის კოვზი შაქარი და ¼ ჩაის კოვზი ჯანჯაფილი. თითოეული ინგრედიენტი ჩავყაროთ ბლენდერში და ავთქვიფოთ. 

 

ნაღების სმუზი ფინიკით

 

ძალიან გემრიელი და სასარგებლოა ასევე ნაღების სმუზი ფინიკებით. ამისთვის დაგჭირდებათ ¾ ჭიქა რძე, 1/3 ჭიქა შუაზე გაჭრილი ფინიკები და ½ ჭიქა ყინული. მომზადების პროცესი კვლავ იგივეა: 2-3 წუთით დავაბლენდეროთ და ცივი მივირთვათ.

 

მწვანე სმუზი

 

საგაზაფხულო სმუზი სპეციალურად სტატიის ბოლოსთვის გემრიელ ლუკმად შემოვინახეთ. დაგჭირდებათ 1  მწვანე ვაშლი, 1 ცალი გაყინული ბანანი, ნახევარი კონა ქინძი, ¼ ჩაის კოვზი ჯანჯაფილი, 100 გრამი ისპანახის ფოთლები, 1 ცალი ლიმონის წვენი და 1 ჭიქა წყალი. სმუზს გემოვნებით შეგიძლიათ, პიტნაც დაუმატოთ. თითოეული სმუზის მომზადება ძალიან მარტივია. ინგრედიენტები ჩაყარეთ ბლენდერში, ათქვიფეთ და 5  წუთით გააჩერეთ მაცივარში! 

 

ბლენდერის შეძენას კი დიდი ხნით ნუღარ გადადებთ. ეწვიეთ ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „გრანდ ელექტრონიქსის“ ფილიალებს, მათი სპეციფიკაციების შესახებ კი ექსპერტ-კონსულტანტები სიამოვნებით მოგიყვებიან. ტექნიკის შეძენას ონლაინ, ვებგვერდის მეშვეობითაც შეძლებთ. ონლაინ-გამოწერა ვებგვერდზე www.grandel.ge 24/7-ზეა შესაძლებელი! 

 

R