ქინძი რომ მუდამ ახალივით მოიხმაროთ, გიზიარებთ დიასახლისების გამოცდილ ხერხებს - Gemrielia.ge

ქინძი რომ მუდამ ახალივით მოიხმაროთ, გიზიარებთ დიასახლისების გამოცდილ ხერხებს

ახალდაკრეფილ, გემრილ მწვანილს ბადალი არ ჰყავს. კერძებსაც ხომ განსაკუთრებულ გემოსა და არომატს სძენს. გამოცდილმა დიასახლისებმა გაგვიზიარეს ნაცადი ხერხები ქინძის შესანახად ისე, რომ წელიწადის ნებისმიერ დროს, მუდამ ახალივით მოიხმაროთ:

 

1. სამ ლიტრიან ქილაში გარჩეული, მშრალი, გაურეცხავი ჩადეთ და დააფარეთ თავსახური. შედგით მაცივარში და მხოლოდ მოხმარების წინ გარეცხეთ. დიდხანს ძლებს.

 

2. გარეცხეთ კარგად, გააშრეთ, ოღონდ მზეზე არა, რომ არ დაჭკნეს და დაჭერით სასურველ ზომაზე, მოათავსეთ მშრალად კონტეინერში. იყინება ფხვიერად, რამდენიც დაგჭირდებათ ჩეულებრივ ამოიღეთ და გაყინულივე მოიხმარეთ ცხელ სადილში.

 

 

3. შეგიძლიათ ცოტა ნიორთან ერთად გაატაროთ, მარილი დააყაროთ და ესე გაყინოთ. შესაბამის კერძებში იდეალურია. გამოყენებისას დანით ან ჩანგლით ამოჭრით ხოლმე სასურველი რაოდენობა. ასევე გარეცხილი და მშრალი დაჭერით და კონტეინერებით გაყინეთ. ნებისმიერ კერძში ძალიან კარგია, ცოცხალი გემო აქვს. მთავარია, ერთხელ რომ გაყინავთ, აღარ გამოალღოთ, გაყინულივე ჩაყარეთ კერძებში. 

 

4. მწვანე თესლი დანაყეთ მარილთან ერთად და მოათავსეთ ქილაში, შეინახეთ მაცივარში, საუკეთესო სანელებელია. ძლებს საკმაოდ დიდხანს.

 

5. დარბილებული კარაქი და დაჭრილი მწვანილი აურიეთ და გაყინეთ ყინულის ფორმებში, ისე მოიხმართ, როგორც ახალდაკრეფილს.

 

6. გააბით თოკი, იქ სადაც მზე და შუქი არ ურტყამს მკვეთრად, ოღონდ მშრალ ადგილზე. გარეცხეთ მთლიანად და ასე მწვანედ გაახმეთ, ღეროები ჩამოადეთ თოკებზე და ასე გაშრება მწვანედ. შემდეგ დაარჩიეთ, დაჭერით და ჩაყარეთ ქაღალდის პარკებში. როცა კერძს შეკმაზავთ, იგრძნობთ, რომ ყველა გემო შენარჩუნებული აქვს.