რითი შეგიძლიათ მზესუმზირის ზეთის ჩანაცვლება კერძებში – 5 ალტერნატიული საშუალება
პროდუქტი, რომელიც სოციალური ქსელების ვარსკვლავად იქცა, გაირკვა, რომ ჯანმრთელობისთვის არც ისე უსაფრთხოა.
მზესუმზირის ზეთი არსებობს 2 სახის: რაფინირებული და არარაფინირებული. რაფინირებული ზეთი არის უსუნო. მას არანაირი სარგებელი არ მოაქვს და არც საჭმლის მომზადებისთვის არის რეკომენდირებული.
არარაფინირებული მზესუმზირის ზეთი უფრო სასარგებლოდ ითვლება, ვინაიდან დამუშავების ეს მეთოდი საშუალებას იძლევა მზესუმზირამ შეინახოს ყველა სასარგებლო ნივთიერება.
მზესუმზირის ზეთს აქვს რამდენიმე უარყოფითი თვისება. მათგან აღსანიშნავია მაღალი კალორიული შემცველობა, რის გამოც რეკომენდებულია ზეთის რაოდენობის შემცირება. ამიტომ, ადანიანებმა დაიწყეს მზესუმზირის ზეთის შემცვლელის ძიებაზე ფიქრი.
მზესუმზირის ზეთის 5 ჯანსაღი ალტერნატივა კი ასე გამოიყურება:
არაქისის კარაქი – არც თუ ისე პოპულარული პროდუქტია, მაგრამ ძალიან სასარგებლო. იგი შეიცავს სასარგებლო ვიტამინების მთელ სპექტრს, ასევე ფოსფორს, მაგნიუმს, იოდს, კალციუმსა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს.
არარაფინირებული არაქისის კარაქი გამოიყენება აზიურ, ამერიკულ და ევროპულ სამზარეულოებში.
ნუშის ზეთი – ნუშის ზეთი არის ჯანსაღი პროდუქტი, გაჯერებული ვიტამინებით: E და B. გარდა ამისა, მას აქვს ძალიან კარგი გემო, მძაფრი სუნის გარეშე. განსაკუთრებით უხდება სალათებს, ქათამსა და თევზს. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ გამოირჩევა მაღალი კალორიულობით.
ზეითუნის ზეთი – მზესუმზირის ზეთის ყველაზე ნაცნობი ალტერნატივა. განსაკუთრებით უხდება სალათებსა და შემწვარ საკვებს. ზეთი მდიდარია ყველა სასარგებლო ვიტამინითა და მინერალებით, უკუჩვენებების გარეშე. ახასიათებს მკვეთრი გემო, რის გამოც ის ყველას არ მოსწონს.
ქოქოსის ზეთი – არის მცენარეული ცხიმი, რომლიც ინარჩუნებს ყველა სასარგებლო თვისებას. ქოქოსის ზეთს აქვს ძალიან სასიამოვნო და საინტერესო გემო, ასევე დაბალკალორიულია.
სეზამის ზეთი – ძალიან საინტერესო პროდუქტია. მისი დახმარებით შეგიძლიათ სხეული გააჯეროთ კალციუმით, გააძლიეროთ გული, ღრძილები და ღვიძლი. განსაკუთრებით უხდება სალათებს და დაგეხმარებათ წონაში კლების დროს. გარდა ამისა, სეზამის ზეთი ინახება ძალიან დიდხანს, წლების განმავლობაში კი მისი სასარგებლო თვისებები არ იკარგება.
როგორც ხედავთ, მზესუმზირის ზეთის უამრავი ალტერნატივა არსებობს. მთავარია აირჩიოთ ის, რომელიც თქვენთვის არის მისაღები.