გაზაფხულის მთავარი გემოები და ტექნიკა - Gemrielia.ge

გაზაფხულის მთავარი გემოები და ტექნიკა

გარეთ შესამჩნევად თბილა, დღის ხანგრძლივობამაც იმატა, გაზაფხულის ნანატრ სეზონს ის გემოები სდევს თან, რომლებიც არასოდეს, არც ერთ სეზონზე გვაძლევენ საშუალებას, გონებიდან ამოვიგდოთ მათი გემო: სადარბაზოებიდან გამომავალი ახალი კარტოფილისა და კამის ან ტარხუნისა და ტყემლის დამათრობელი სურნელი; დაშაქრული მარწყვის ბავშვობის გემო და, რა თქმა უნდა, სეზონის მთავარ დღესასწაულამდე - აღდგომამდე რამდენიმე დღით ადრე დაწყებული პასკის გენერალური სამზადისი - ეს ყველაფერი თითქოს შეუმჩნევლად გვდევს თან, შემდეგ კი, ზრდასთან ერთად ჩვენ ვიბარებთ სამზადისს, რომელიც ადრე ჩვენი მშობლების მოვალეობა იყო.


ამ სტატიაში ჩვენ გასწავლით არა რეცეპტებს, არამედ მიგანიშნებთ იმ ტექნიკაზე, რომელიც ამა თუ იმ კერძის ან დესერტის მომზადებას კიდევ უფრო გაგვიმარტივებს.

 

ჩაქაფული - მულტისახარში ქვაბი 


გაზაფხულის მთავარი გემო ტარხუნისა და ტყემლის განუმეორებელი გემოებია, რომლებიც ჩაქაფულში ერთიანდებიან. გარდა იმისა, რომ ჩაქაფულისთვის ხორცის არჩევაა ყველაზე მნიშვნელოვანი, თანამედროვე ტექნოლოგიებმა მისი მომზადების პროცესი უფრო გაამარტივა კიდეც. ამ საგაზაფხულო კერძის მოსამზადებლად მულტისახარში ქვაბი დაგჭირდებათ, რომელიც თქვენ ნაცვლად იზრუნებს იმაზე, რომ კერძმა სურნელი, წვენი და ქორფა გემოები ერთობლიობაში დააბალანსოს და არც ერთი არომატი არ დაიკარგოს. 

 

პასკა - გაზქურა 


პასკის სამზადისი აღდომამდე ერთი კვირით ადრე იწყება ცომის მოზელით. რამდენიმე დღის განმავლობაში მომზადებული ცომი ისე უნდა გადანაწილდეს და ამოვიდეს ფორმებში ცხობის პროცესში, რომ არ ჩავარდეს. ამ პროცესში ზუსტი ტემპერატურა და დრო ძალიან დიდ როლს თამაშობს. შესაბამისად, გაზქურა ეკრანით ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საქმეს ერთი-ორად გაგიმარტივებთ. 

 

სახლის ლიმონათი - ბლენდერი/საყინულე 


სახლის ლიმონათი გაზაფხულის თბილი დღეების შეუცვლელი გამაგრილებელი სასმელია. პიტნის ქორფა ფოთლები, ლიმონი, შაქარი და მინერალური წყალი - ყველაფერი ერთად ჯერ ბლენდერში დავაქუცმაცოთ, შემდეგ კი მიღებული ლიმონათი ცოტა ხნით საყინულეში შევდოთ გასაგრილებლად. 

 


ამ და სამზარეულოს სხვა ტექნიკას ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „გრანდ ელექტრონიქსის“ მაღაზიებსა და ვებგვერდზე იხილავთ. ექსპერტ-კონსულტანტები თითოეულ პროდუქტს თქვენი საჭიროებების მიხედვით შეგარჩევინებენ. ვებგვერდზე შესყიდვის განხორციელება კი 24/7-ზეა შესაძლებელი! 

 

R