ხორცი და ყველი, კიტრი და პომიდორი... პროდუქტები, რომელთა ერთად მიღება არ შეიძლება - Gemrielia.ge

ხორცი და ყველი, კიტრი და პომიდორი... პროდუქტები, რომელთა ერთად მიღება არ შეიძლება

 

საჭმლის კომბინაციის სწორად შერჩევა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სწორი კვების პრინციპები. არის პროდუქტები, რომელთა ერთად მიღება ორგანიზმისთვის საზიანოა და არ არის რეკომენდირებული. გარკვეულმა კომბინაციებმა შეიძლება ხელი შეუშალონ  საჭმლის მონელებას, რაც იწვევს კუჭის გაუმართაობას, გასტრიტსა და სიმძიმის შეგრძნებას. ეს კომბინაციებია:

 

 

ხორცი და მაკარონი

 

დაწყვილებისას ეს საკვები იწვევს მუცლის შებერილობასა და დუღილს. ხორცი საუკეთესოა ბოსტნეულთან ერთად.

 

 

 

 

ხორცი და ყველი

 

ყველი მდიდარია ფოსფორით, ხორცი მდიდარია თუთიით. ორივე ეს ნივთიერება შეუთავსებელია ერთ დოზაში, ვინაიდან ფოსფორი აფერხებს თუთიის შეწოვას. იწყება მუცლის ტკივილი და შეშუპება. ყველი უმჯობესია მიიღოთ მოგვიანებით. ებრაელები არ მიირთმევენ ერთად ხორცსა და ყველს. ამ ორ საკვებს ისინი დიდი შუალედის შემდეგ მიირთმევენ, ჭურჭელიც კი სხვადასხვა აქვთ მიჩნეული ამ პროდუქტებისთვის.

 

 

 

კიტრი და პომიდორი

 

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს კომბინაცია თქვენი ორგანიზმისთვის ნაკლებად სასარგებლოა.  ყველა თქვენი მცდელობა გაამდიდროთ ორგანიზმი C ვიტამინით, სწორედ ამ კომბინაციით ნულამდე შეამციებთ.  

 

 

 

კვერცხი და თევზი

 

თევზი არის ვიტამინი B7, ხოლო კვერცხები შეიცავს ოვიდინს, ნივთიერებას, რომელიც მთლიანად ანადგურებს ამ სასარგებლო ვიტამინს. შესაბამისად, ეს ორი საკვები ერთად ორგანიზმში, დიდ უთანხმოებას იწვევს.

 

 

 

კარტოფილი და კვერცხი

 

რკინა და კალციუმი, რომელიც კვერცხში მოიპოვება, ვერ შეიწოვებს ორგანიზმი იმ მინერალების გამო, რომლებიც კარტოფილში ძალიან ბევრია. ეს წყვილი კუჭისთვისაც ძალიან ძნელად მოსანელებელი ხდება.

 

 

ყველი და პომიდორი

 

მჟავები, რომლითაც მდიდარია პომიდორი, რეაგირებს კალციუმთან, რომელსაც ყველი შეიცავს. ეს რეაქცია ძალიან უარყოფითად მოქმედებს თქვენი სახსრების ფუნქციონირებასა და ჯანმრთელობაზე.