ოქროსფერი კენკრა, რომელიც კურნავს პროსტატას, იცავს კუჭისა და მსხვილნაწლავის კიბოსგან - Gemrielia.ge

ოქროსფერი კენკრა, რომელიც კურნავს პროსტატას, იცავს კუჭისა და მსხვილნაწლავის კიბოსგან

ფიზალისი - ეს პაწაწინა ოქროსფერი მრგვალი, ტკბილი ნაყოფი ძველი ინკების წმინდა საკვებად ითვლებოდა. ფიზალისი მთელ მსოფლიოში მე-18 საუკუნეში გავრცელდა. პერუსა და კოლუმბიაში ეს ოქროს კენკრა, როგორც მას ხშირად უწოდებენ, დღემდე პოპულარულია.



ფიზალისს აქტიურად იყენებენ ხალხურ მედიცინაში. მისი დახმარებით შეიძლება მოაგვაროთ საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემა, შველის ნაწლავებსა და მსხვილნაწლავთან დაკავშირებულ პრობლემებს. მისი დახმარებით მკურნალობენ, ასევე, კუჭის კიბოს. აი, რამდენიმე სასიკეთო თვისება, რომელიც ამ ოქროსფერ კენკრას ახასიათებს:



მდიდარია A, B და C ვიტამინებით.

კარგი შარდმდენი საშუალებაა.

აქვეითებს ქოლესტერინის დონეს.

აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს.

წმენდს სისხლს ტოქსინებისგან.

 



ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად საკმარისია ფიზალისი დაუყოვნებლად აქტიურად ჩართოთ თქვენს რაციონში.



გაითვალისწინეთ: აუცილებლად უნდა გაარჩიოთ ერთმანეთისაგან დეკორატიული და საკვებად ვარგისი ფიზალისი.
გარდა ამისა, თუ ჯანმრთელობასათან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები გაქვთ, თვითმკურნალობა ყოვლად დაუშვებელია.
ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის.


სოფიო ბულაური

 

წყარო