3 ტონა სიმინდი, 1 ტონა თხილი... - ნახეთ ცნობილი მსახიობის პანდემიისას დაწყებული მეურნეობა სამეგრელოში - Gemrielia.ge

3 ტონა სიმინდი, 1 ტონა თხილი... - ნახეთ ცნობილი მსახიობის პანდემიისას დაწყებული მეურნეობა სამეგრელოში

მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ობ ეკა მჟა­ვა­ნა­ძის წარ­მა­ტე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ბევ­რმა იცის. ის ტე­ლე­სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" კას­ტინ­გმე­ნე­ჯე­რიც გახ­ლავთ. პან­დე­მი­ამ ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რამ შეც­ვა­ლა. უსაქ­მოდ აღ­მოჩ­ნდნენ მსა­ხი­ო­ბე­ბი, რე­ჟი­სო­რე­ბი, მაგ­რამ მათ­გან ბევ­რმა გა­მო­სა­ვა­ლი იპო­ვა და სხვა­დას­ხვა საქ­მეს მიჰ­ყო ხელი. ქალ­ბა­ტონ­მა ეკამ სო­ფელს მი­ა­შუ­რა და სა­მე­ურ­ნეო საქ­მი­ა­ნო­ბა წა­მო­ი­წყო. არ­ცთუ ცუდი შე­დე­გე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, თავს დამ­წყებ მე­ურ­ნეს უწო­დებს, სა­უ­ბარს კი იმ წი­ნაპ­რე­ბის შე­სა­ხებ თხრო­ბით იწყებს, ვის ნა­ბო­ძებ მა­მულ­შიც ახლა ის და მისი ოჯა­ხი საქ­მი­ა­ნობს.

 

- დედა და­დი­ა­ნის ქალი იყო, წარ­მო­შო­ბით ჩხო­რო­წყუს რა­ი­ო­ნის სო­ფელ ხა­ბუ­მე­დან. 1937 წლამ­დე იქ ბევ­რი და­დი­ა­ნი ცხოვ­რობ­და, რომ­ლე­ბიც კა­ცია და­დი­ა­ნის შთა­მო­მავ­ლე­ბად იწო­დე­ბოდ­ნენ. მერე ზოგი დახ­ვრი­ტეს, ზოგი გა­ა­სახ­ლეს. ჩემი დიდი ბა­ბუა გუჯუ და­დი­ა­ნი ხა­ბუ­მე­ში დარ­ჩა. გლე­ხებს უყ­ვარ­დათ. სწო­რედ მათ შე­ი­ფა­რეს და რეპ­რე­სი­ებ­საც გა­და­არ­ჩი­ნეს. კი გა­დარ­ჩა, მაგ­რამ გა­ჭირ­ვე­ბუ­ლად ცხოვ­რობ­და, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი წა­არ­თვეს. მისი ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი იყო დე­და­ჩე­მი. მე და ჩემს დებს ძა­ლი­ან გვიყ­ვარს ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის სო­ფე­ლი. მად­ლი­ა­ნი ეზოა, სა­დაც შვი­ლე­ბი, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ზა­ფხულ­ში ხში­რად ვიკ­რი­ბე­ბით.

 

- რო­გორც გა­ვი­გე, შარ­შან ამ დროს სო­ფელ­ში წახ­ვე­დით და სა­მე­ურ­ნეო საქ­მი­ა­ნო­ბა წა­მო­ი­წყეთ.

- ჩემი სამ­სა­ხუ­რის გამო სო­ფელ­ში ხში­რად ვერ ჩავ­დი­ო­დი, პან­დე­მი­ამ კი ამ ყვე­ლა­ფერს ბიძ­გი მის­ცა. ხა­ბუ­მე­ში სი­მინ­დის მო­სა­ვა­ლი, ყო­ველ­თვის მო­დი­ო­და. შარ­შან მეც დავ­თე­სე სი­მინ­დი და სამი ტონა ავი­ღე. მაქვს თხი­ლის ბა­ღიც. შე­და­რე­ბით ახა­ლი ნერ­გე­ბია, რამ­დე­ნი­მე წლის წინ დავრგეთ, მაგ­რამ უკვე ტო­ნამ­დე თხილს ვი­ღებთ.

 

 

- ჩანს, მიწა დიდი გაქვთ...

- ის ნაკ­ვე­თე­ბიც და­ვიბ­რუ­ნეთ, რომ­ლე­ბიც დე­და­ჩემს 90-იან წლებ­ში ჰქონ­და. ჩემ­მა შვილ­მა სან­დრომ შე­ის­ყი­და და ერთ-ერთ ნაკ­ვეთ­ში 2019 წელს მოც­ვი გა­ვა­შე­ნეთ პრო­ექ­ტის - "და­ნერ­გე მო­მა­ვა­ლი"" - დახ­მა­რე­ბით. კენკრო­ვან კულ­ტუ­რებ­ზე 100%-იანი გრან­ტი იყო, რო­მელ­შიც შე­დი­ო­და ნერ­გე­ბი, წვე­თო­ვა­ნი სის­ტე­მა და მულ­ჩი­რე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ნა­ხე­ვარ ჰექ­ტარ­ზე დაგ­ვი­ფი­ნან­სეს და მოც­ვის გა­სა­ხა­რებ­ლად ზრუნ­ვაც და­ვი­წყეთ.

 

გააგრძელეთ კითხვა