ნიახურის დეტოქს-წვენი - ორგანიზმის სწრაფი და ეფექტური გამწმენდი საშუალება - Gemrielia.ge

ნიახურის დეტოქს-წვენი - ორგანიზმის სწრაფი და ეფექტური გამწმენდი საშუალება

 

ნიახური ის ბოსტნეულია, რომელიც მასში არსებული ვიტამინებიდან ორგანიზმის გაწმენდაზე საკმაოდ სწრაფად და ეფექტურად აისახება. მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მის გადასამუშავებლად ადამიანს უფრო მეტი დრო სჭირდება და შესაბამისად, მეტ ენერგიასაც ხარჯავს.
რით არის სასარგებლო ნიახური?

 

 

 

100 გრამ ნიახურზე მოდის მხოლოდ 16 კილოკალორია. ამასთანავე, მასში არსებული ვიტამინების კომპლექტი გვაძლევს მთელი დღის განმავლობაში მხნედ ყოფნის საშუალებას. დაბალი კალორიულობის მიღმა, ნიახური მაგნიუმისა და კალიუმის შემცველობის გამო საკმაოდ შარდმდენ ბოსტნეულად ითვლება.
ეს ბოსტნეული ხელს უწყობს თირკმლის ეფექტურად მუშაობას, აგრეთვე უწყობს ხელს ორგანიზმიდან მარილისა და შაქრის გამოდევნას. ეხმარება სისხლს ტოქსიკური ნივთიერებებისგან გაწმენდაში, A, E და C ვიტამინების მეშვეობით კი ეფექტურ ანტიოქსიდანტად ითვლება.

 

 

გიზიარებთ 5 ეფექტურ დეტოქს-წვენს ამ უნიკალური ბოსტნეულის შემცველობით.

 

ნიახური, ჯანჯაფილი და სტაფილო

 

  • 2 ღერი ნიახური და 4 ც საშუალო ზომის სტაფილო დააბლენდერეთ და 1 პატარა ნაჭერი გაფცქვნილი ჯანჯაფილი შეურიეთ. სურვილისამებრ დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი. მიღებული სასმელი მიირთვით საუზმემდე 30 წუთით ადრე და სადილის ნაცვლად.

 

 

 

ნიახური, სტაფილო და ვაშლი

 

  • აიღეთ 2 ღერი ნიახური, 2 ც ვაშლი და 2 ც სტაფილო. ეს ყველაფერი ერთად დააბლენდერეთ, დაუმატეთ ნახევარი ლიმონის წვენი და მწიკვი დარიჩინი. დალიეთ უზმოზე და საკვების მიღებამდე იმისათვის, რომ დიდი ხნით გაიქროთ შიმშილის შეგრძნება.

 

 

 

გააგრძელეთ კითხვა...