5 ქვეყანა და ყავის 5 რეცეპტი - Gemrielia.ge

5 ქვეყანა და ყავის 5 რეცეპტი


ყავა კონიაკით,  რძით,  ნაყინით,  კვერცხის   გულით,   მარილით,   კაკაოთი...   ყველა  ქვეყანას  თავისი  უნიკალური  რეცეპტი  აქვს.


ფრანგები ყავას თავიანთი საამაყო კონიაკით ამზადებენ - მზა მაგარ ყავას ფილტრავენ, ამატებენ ცოტა მარილს და კონიაკს. შაქარს გემოვნებით და სურვილით.

GEMRIELIA

ავსტრიაში ყავას თავისებურად - ვენურად ამზადებენ. მზა ყავას, ფინჯანში, თავზე ათქვეფილ ვანილიან და შაქრიან ნაღებს ადებენ, ზემოდან კი გახეხილ შოკოლადს აყრიან. შაქარი ცალკე მიაქვთ.

GEMRIELIA

მექსიკურ ყავაში ცოტაოდენ კაკაოს ამატებენ. ცხელ სასმელს ზოგჯერ რძეს, ზოგჯერ კი კვერცხის გულს ამატებენ და თქვეფენ. ჭიქებში ჩამოსხმულს თავისივე ქაფს ზემოდან ადებენ.

GEMRIELIA

ჩეხეთში ყავას რძით სვამენ. მოხარშულ შავ ყავას აზავებენ რძით პროპორციით 2:1

GEMRIELIA


იაპონური ყავა გნებავთ? მაშინ შეურიეთ შავი მაგარი ყავა და ტკბილი კაკაო პროპორციით 1:1, მიიყვანეთ ადუღებამდე, დაასხით ჭიქებში და დაამატეთ  ნაღები

GEMRIELIA