რამდენად ეფექტურია ხალხური მეთოდი, ქიშმიშის, გარგრის ჩირის, ნიგვზისა და თაფლის ნარევზე, რომელიც ჰემოგლობინის დონეს ზრდის
სხვადასხვა სახეობის ჩირი, ქიშმიში, ფინიკი, ცუკატები, გამომშრალი ხილი, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული ზამთრის პერიოდში ხდება, მაშინ, როცა ხილის არჩევანი სეზონის გამო არც ისე დიდია. რამდენად სასარგებლოა და აუცილებელია ისინი ადამიანის ორგანიზმისთვის და მართლა წევს თუ არა სისხლში გემოგლობინის დონეს გარგრის, ქიშმიშის, თაფლისა და ნიგვზის ნარევი, ამას ექიმი ჰემატოლოგისგან მოვისმენთ. ასევე მოისმენთ ისრაელის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის რჩევას, ვისთვის და რა რაოდენობითაა რეკომენდებული ფინიკის მირთმევა და რომელი დაავადებების პრევენციას ახდენს ის. დღეიდან გეცოდინებათ, როგორ უნდა გაარჩიოთ ერთმანეთისგან, ბუნებრივ პირობებში გამომშრალი ხილი, გოგირდის ანჰიდრიდის გამოყენებით დაჩირებულისგან. რა უნდა მოიმოქმედოთ მაშინ, როცა უკვე ნაყიდი და სახლში მოტანილი ჩირი, გოგირდის დიოქსიდის გამოყენებით გამომშრალი აღმოჩნდება.