რატომ ვღეჭავ სელის თესლს მუდმივად. ეს ყველამ უნდა იცოდეს, განსაკუთრებით, 35 წელს გადაცილებულმა ქალებმა
სელი, რომლის ლათინური სახელწოდება ჟღერს, როგორც "მეტად სასარგებლო", უძველესი დროიდან ფასდებოდა, როგორც სამკურნალო თვისებების მატარებელი მცენარე.
სელის თესლი - ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის შეუცვლელ ომეგა-3-ს შეიცავს. 100 გ სელის თესლი შეიცავს 22 გ ომეგა-3-ს.
სელის თესლი მდიდარია მარგანეცით, მაგნიუმით, უხეში საკვები ბოჭკოებით, რომლებიც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. ეს პროდუქტი წარმოადგენს რაციონის შესანიშნავ დანამატს ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევენ.
სელის თესლის თვისებები
სელის თესლი წარმოადგენს სორბენტს და ასუფთავებს ჩვენს ნაწლავებს შლაკებისა და ტოქსინებისგან აქტივირებულ ნახშირზე არანაკლებ.
ამცირებს კიბოს ზოგიერთი ფორმის წარმოშობის რისკს. კერძოდ, სარძევე ჯირკვლისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს.
არეგულირებს წნევას.
აუმჯობესებს კანისა და თმის მდგომარეობას.
სარგებელი ქალის ჯანმრთელობისთვის
სელის თესლი განსაკუთრებით სასარგებლოა 35 წელს გადაცილებული ქალებისთვის. ის ამცირებს სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს და არბილებს კლიმაქსის უსიამოვნო სიმპტომებს. სელის თესლი შეიცავს ფიტოესტროგენებს, რომლებიც ეხმარება ქალის ჰორმონალური ფონის დარეგულირებაში და წარმოადგენს ქალის სასქესო ჰორმონის (ესტროგენის) შემცვლელს.
პროდუქტის ხშირი მიღება არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს და ამსუბუქებს მენოპაუზის პერიოდის მდგომარეობას. სელის თესლის მიღება რეკომენდებულია ორსულობისას. პროდუქტი შეიცავს დიდი ოდენობით მიკროელემენტებს და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს, რაც აუცილებელია ნაყოფის განვითარებისთვის.
როგორ მივიღოთ სელის თესლი? - გააგრძელეთ კითხვა