ანჩხლი, ჩინჩხირა, დედაფუტკარა – მცენარე, რომლის შესახებაც ძალიან ცოტამ იცის - Gemrielia.ge

ანჩხლი, ჩინჩხირა, დედაფუტკარა – მცენარე, რომლის შესახებაც ძალიან ცოტამ იცის

 

უამრავი მცენარე არსებობს ჩვენს ირგვლივ, ხშირად, მათი სახელიც კი არ ვიცით, არადა როგორი გემრიელი და სასარგებლო შეიძლება იყოს. ერთ–ერთი მათგანია ეს მცენარეც, რომლის შესახებაც ძალიან ცოტამ თუ იცის. ანჩხლი ადრე გაზაფხულზე ამოდის. აქვს ყვავილოვანი ღერო. გამოცდილმა დიასახლისებმა გაგვიზიარეს მათი ცოდნა და პირადი გამოცდილება ანჩხლის შესახებ: 

 

 

ძალიან გემრიელია, ღორის ქონში აკეთებდა ბებო. ზეთშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. ისეთი გემრიელი იყო, მოსწრებაზე ვიყავით. ამ პერიოდში იცის, შემდეგ აღარ ვარგა. ასევე, ძნელად მოსაპოვებელია. ჰყავს ანალოგი მატყუარა მცენარეც, რომელიც ძალიან ჰგავს. ამიტომ, ფრთხილად უნდა იყოთ და სწორად შეარჩიოთ.  

 

 

ამ მენარეს ჩინჩხირსაც   ეძახიან, ზოგ რაიონში კი დედაფუტკარას  . ახლადმოკრეფილი ანჩხლის ღეროები მოხარშეთ, გადაუწურეთ წყალი, დაკეპეთ. შეაზავეთ ნივრით და ნიგოზით. შეგიძლიათ ძმარიც გამოიყენოთ. ან, მოხარშვის შემდეგ, შეწვით ზეთსა და ხახვში.