მცენარე, რომლის შესახებაც ძალიან ცოტამ იცის – ჩაიოტი და მისი მომზადების ხერხები
ჩაიოტი ძალიან იშვიათი მცენარეა საქართველოში, ის ხშირად ეშლებათ პატისონში. არის ძალიან კარგი სამწნილე პროდუქტი. მას ჩინურ კიტრსაც უწოდებენ. არის მრავალწლიანი ბალახოვანი მცოცავი მცენარე, რომელიც პწკალების დახმარებით ემაგრება საყრდენს. ფოთლები კიტრის ფოთლების მსგავსად ხუთნაკვთიანია, 20 სმ სიგრძის. სოხუმში, ჩაიოტის კულტურით 1973 წელს, საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის მემცენარეობის კათედრა დაინტერესდა. მათ შეიმუშავეს ჩაიოტის აგროტექნოლოგია.
ამ მცენარის მომზადების რამდენიმე ხერხი გაგვიზიარეს დიასახლისებმა:
დაჭერით კუბიკებად, ჩაყარეთ ქილებში, დაამატეთ ნიორი და მარილი. დაასხით ცივი წყალი და შეინახეთ სიბნელეში, 20 დღის განმავლობაში. ძალიან გემრიელი გამოდის.
ამ მცენარეს ხის კიტრის სახელითაც მოიხსენიებენ და როგორც მწვნილი არის არაჩვეულებრივი. დაჭერით ბადრიჯანის მსგავსად, დავამარილეთ, ცოტა ხანში შეწვით და ნიგვზითა და სუნელებით შეკაზმეთ. გამოდის არაჩვეულებრივი.
შეგიძლიათ მოამზადოთ ძალიან გემრიელი მჟავე, კეთდება ბულგარულთან სტაფილოსთან და სხვა ნებისმიერ ინგრედიენტთან ერთად.