პასკას ზედაპირი რომ არ დაუსკდეს – რჩევები დიასახლისებისგან
გვიახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. დიასახლისები კი წინასწარ იჭერენ თადარიგს და ამზადებენ უგემრიელეს პასკებს. ცხობისას ხშირად სკდება პასკის ზედაპირი, მაგრამ ამასთან დაკავშირებით აზრი ორად იყოფა. ზოგს უყვარს ასეთი პასკა, ზოგს – არა. გამოცდილმა დიასახლისებმა კი გაგვიზიარეს რჩევები, თუ როგორ ავირიდოთ თავიდან ზედაპირის დასკდომა.
ფორმაში მოხვედრის შემდეგ, უნდა აცადოთ ცომს კარგად ამოფუება და შემდეგ შედგათ ღუმელში. წინააღმდეგ შემთხვევაში, პასკა ღუმელში ნაჩქარევად გაიზრდება და ცომიც დასკდება.
მეორედ ჩაზელისას დააგუნდავეთ და ფორმებში ჩადეთ. ამოსვლას რომ დაიწყებს, გამთბარ ღუმელში შედგით. სკდება დამჟავებული ცომი, დიდხანს არ დატოვოთ მოზელილი. გამოაცხვეთ მალე.
თუ პასკა არის ცხიმიანი, სველი, ნოყიერი, აქვს საკმარისი რაოდენობით ქიშმიში, სუნელი და ცუკატები, თავი ყოველთვის დაუსკდება და არც ეს არის პრობლემა, მაგრამ თუ გამოაცხობთ მხოლოდ რძეზე, ზოგი წყალზეც აცხობს და იქნება ფუნთუშის ტექსტურა, თავი არ დაუსკდება. კარგად მოაგუნდავეთ მოჭიმული ზედაპირით რომ იყოს გუნდა და ისე ჩადეთ ფორმაში. თავი არ დაუსკდება.
რაც არ უნდა ნოყიერი ცხიმიანი და სახლური იყოს ცომს აუცილებლად უნდა დამუშავება, თავი უსკდება იმ თეშემთხვევაში როდესაც ცომი არასაკმარისად არის დამუშავებული და არა მარტო ამიტომ, მიზეზი უამრავია, მათ შორის ცხობის რეჟიმი და ცომის ამოსვლა.