შესანიშნავი საშუალებაა ცელულიტთან საბრძოლველად - ყავის 5 უჩვეულო თვისება, რომლებზეც ხმამაღლა არასდროს საუბრობენ
1. ყავა - როგორც გახდომის საშუალება
შავი ყავა შესანიშნავად აქვეითებს მადას. ის უმჯობესია 12-დან 17 საათამდე შუალედში მიიღოთ, მაგრამ ნუ ჩაანაცვლებთ სადილს ან ვახშამს ყავით. ამან შესაძლოა კუჭის პრობლემები გამოიწვიოს.
2. ყავა - როგორც ცელულიტთან მებრძოლი
ყავაში შემავალი კოფეინი შესანიშნავი საშუალებაა ცელულიტთან საბრძოლველად. ყავის მოხარშვის შემდეგ დარჩენილი ნალექი შეიზილეთ პრობლემურ ადგილებში და შემოიხვიეთ კულინარიული ცელოფანი. 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. გააკეთეთ ეს პროცედურა კვირაში ორჯერ მაინც.
3. ყავა - სხეულის სკრაბი.
შეურიეთ დაფქული ყავა ან ყავის ნალექი შხაპის გელში და გაიხეხეთ კანი ამ ნარევით. კანი გლუვი, ხავერდოვანი და ნაზი გახდება. გელის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ზეითუნის ზეთი, არაჟანი, თაფლი.
4. ყავა - სახის კანის დამხმარე
ყავის, თაფლისა და არაჟნის ნიღაბი შესანიშნავ ლიფტინგ ეფექტს იძლევა. დაგჭირდებათ 1 -1 ჩ.კ ყავის ნალექი, არაჟანი და თაფლი, 1 ათქვეფილი კვერცხის ცილა. ამ ყველაფერს შეურევთ და დაიდებთ გასუფთავებულ სახეზე. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.
პილინგი სახისთვის: შეურიეთ ½ კოვზი ყავა, ზეითუნის ზეთი და თაფლი, წაისვით სახეზე წრიული მოძრაობებით, შემდეგ კი ჩამოიბანეთ.
მიმიკურ ნაოჭებთან ბრძოლაში ყავისა და ბანანის ნიღაბი დაგეხმარებათ. ნახევარ ბანანს დაამატეთ ყავის ნალექი და 1 ჩ.კ ნაღები. გაიჩერეთ სახეზე 20 წუთი.
4. ყავა - მუქი თმის დამხმარე
თუ გსურთ, მუქ თმას ახალი სიცოცხლე შესძინოთ დაგჭირდებათ 3 ს.კ ყავა და 500 მლ მდუღარე წყალი. მოხარშეთ ყავა, გადაწურეთ და გადაივლეთ თმაზე დაბანის შემდეგ.
5. ყავა - ბუნებრივი ბრონზატი
თუ გსურთ, კანი უფრო მუქი გქონდეთ, სხეულის საჭირო ზონებზე შეიზილეთ ყავის ნალექი 2-5 წუთით
ყველა პროცედურისთვის დაგჭირდებათ ნატურალური ყავა