განსხვავება სოფლისა და მაღაზიის რძით გაკეთებულ ყველს შორის - ემიგრანტის ექსპერიმეტი - Gemrielia.ge

განსხვავება სოფლისა და მაღაზიის რძით გაკეთებულ ყველს შორის - ემიგრანტის ექსპერიმეტი

 

მაშინ, როდესაც იმყოფები საზღვარგარეთ და გიყვარს მშობლიური, ქართული კერძების გემო, რთულია მარტივად დაივიწყო. ამიტომ, ემიგრანტები, სხვადასხვა ქვეყნიდან, ცდილობენ რაიმეთი ჩაანაცვლონ ინგრედიენტები და მიუახლოვდნენ ნაცნობ არომატს. მაიკო ჭანუყვაძე, ემიგრანტი გერმანიიდან, გვიზიარებს ფოტოს, სათაურით - განსხვავება სოფლისა და მაღაზიის რძით გაკეთებულ ყველს შორის.

 

 

სურათზე მშრალი ყველი (მარცხენა) არის ამოყვანილი, მაღაზიის ბიო რძით (3,8%) გაკეთებული. დანარჩენი ორი (თავისივე წვენში) სოფლის ნატურალური რძით არის გაკეთებული. პირველი გამოვიდა ქვასავით მაგარი და ამოყვანის შემდეგ არც ერთი წვეთი წვენი აღარ გასვლია. ამოყვანისას ყველი ძნელად შეიკრა, დაახლოებით მაწვნის სისქის იყო, როდესაც შედედდა.

 

სოფლის რძით გამოვიდა ფანტასტიური ყველი. კვეთის ჩასხმიდან, ზუსტად 20 წუთში, უკვე ამოსაყვანი იყო. ამოყვანისას ძალიან მარტივად შეიკრა. ზომით ბევრად უფრო დიდია, ვიდრე მაღაზიის რძის.

 

 

არის თუ არა შესაძლებელი ყველის კვეთის გარეშე ამოყვანა და რითი შეიძლება ჩანაცვლდეს ის - წაიკითხეთ აქ..