რატომ სკდება დაკრემილი ტორტი? - კონდიტერი 4 მიზეზს ასახელებს - Gemrielia.ge

რატომ სკდება დაკრემილი ტორტი? - კონდიტერი 4 მიზეზს ასახელებს

ტორტის მოსალესად ვიყენებთ ისეთ კრემებს, როგორიცაა კარაქის კრემი, ბეზეს კრემიგანაშის კრემი. გიზიარებთ ტორტის მოლესვის დროს გაჩენილი ბზარების ყველაზე გავრცელებული მიზეზების ჩამონათვალს:

 

1. არასტაბილური ტორტის დასადგამი - ტორტის დასადები მინიმუმ უნდა იყო 5. 6 მმ სისქის.

 

2.  არასტაბილური  მოსალესი შიგთავსთან შედარებით - მოსალესი კრემი საკმაოდ მდგრადი უნდა იყოს, რომ მასზე განთავსებული სიმძიმის დაჭერა შეძლოს.

 

 

3. არასაკმარისად გაცივებული ტორტი - ტორტი უნდა გავაციოთ მინიმუმ 4 საათით და შემდეგ უნდა დავიწყოთ მისი მოლესვა.

 

4. არასათანადოდ შერჩეული ხილის რაოდენობა და არასათანადოდ დაწურული ხილი - ზედმეტად დანამული და ასევე გაყინული ხილი შეიძლება გახდეს დაბზარვის მიზეზი. ზედმეტად დანამული ტორტი არამდგრადია, შესაბამისად, მარტივად იბზარება.
 

ავტორი: თამარ თაბოშვილი