ალკანური დიეტა - იგრძენით თავი 50 წლის ასაკში 20 წლის გოგოდ, ვიქტორია ბექემისა და ჯენიფერ ენისტონის მსგავსად
ალბათ, არაერთხელ გიფიქრიათ, როგორ ინარჩუნებენ ფორმებს, გლუვ კანსა და მუდმივად ახალგაზრდულ იერს ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ვარსკვლავები. შესაძლოა, ისიც გითქვამთ, რომ ეს გენეტიკის ან ძვირადღირებული პროცედურების შედეგია, თუმცა ვიქტორია ბექემი, ჯენიფერ ენისტონი,გვინეტ პერტლოუ და კირსტენ დანსტი ამტკიცებენ, რომ სწორი კვებით ყველა ქალს შეუძლია გამოიყურებოდეს ვარსკვლავივით! ეს ყველაფერი კი ალკანური დიეტის წყალობითაა შესაძლებელი.
ცნობილი სახელმძღვანელოს, Honestly Healthy Alkaline Programme-ის ავტორებმა, ექიმ-ნუტრიციონისტება, ვიკი ეჯსონმა და ნატაშა კორეტმა დაადგინეს, რომ სილამაზისა და ახალგაზრდობის მთავარი საიდუმლო ორგანიზმში PH ბალანსის დაცვაა.
ითვლება, რომ სხეული გამართულად ფუნქციონირებს, როცა ორგანიზმში მჟავა-ტუტოვანი ბალანსი შენარჩუნებულია. მომატებული მჟავიანობა მეტაბოლური პროცესის დარღვევის მიზეზი შეიძლება გახდეს, რაც გამოიხატება მინერალების დეფიციტით, ცხიმის დაგროვებით, იმუნური სისტემის მოშლით, თმისა და კანის მდგომარეობის გაუარესებითა და სხვ. დღეს, როცა გარემოცა და საკვებიც დაბინძურებულია უამრავი მავნე ნივთიერებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვიზრუნოთ და ვაკონტროლოთ ჩვენი კვების რაციონი როგორც გარეგნული, ისე შინაგანი სიალამაზისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.