როგორ შევინახოთ ჯონჯოლი ისე, რომ ზედაპირი არ გაუშავდეს? - რჩევები დიასახლისებისგან
ჯონჯოლი, როგორც ერთ-ერთი ქართული აპეტაიზერი, ძალიან ბევრისთვის საყვარელი კერძია. თუმცა, მომზადებისას დიასახლისები გარკვეულ დაბრკოლებებს აწყდებიან, მათ შორის, გარკვეული დროის შემდეგ, ზედაპირის გაშავებაა. ჩვენმა ფეისბუქჯგუფის წევრებმა გაგვიზიარეს საკუთარი გამოცდილება, მაშ ასე:
„სტერილიზაციის შემდეგ, ჩემ შემთხვევაში, არ იცვლის ფერს, არც მარილი უნდა ბევრი“ - ლელა ხუციშვილი.
„მე ვინახავ ლიტრიან ქილებში, პლასტმასის თავსახურებით. მთავარია მარილწყალი არ მოაკლოთ, თავზე შეგიძლიათ ალუბლის ფოთლები დაალაფოთ რომ არ გაშავდეს ზედაპირი“ - მადონა ასლამაზაშვილი.
„ქილაში თუ დებთ, ზემოდან თავისივე ფოთლები დაალაგეთ და პატარა ტოტები ჩაჭედეთ ბანკის ყელში და მარილიანი წყალი დაამატეთ, რამდენჯერაც დააკლდება“ - ლია ხატიაშვილი.
„2 - 3 სიმინდის პატარა ფუჩეჩი ჩააყოლეთ ქილაში და არასოდეს არ გაშავდება. რა თქმა უნდა, ძალიან მჭიდროდ უნდა ჩადოთ ქილაში და ფენა-ფენა მარილი მოაყაროთ. სანამ დამწნილდება, ყოველ დილით შეავსეთ ქილა ან თავისივე მარილიანი ნახარშით, ან მარილწყალით“ - მარინა ივანიშვილი.