როგორ შევინახოთ ჯონჯოლი ისე, რომ ზედაპირი არ გაუშავდეს? - რჩევები დიასახლისებისგან - Gemrielia.ge

როგორ შევინახოთ ჯონჯოლი ისე, რომ ზედაპირი არ გაუშავდეს? - რჩევები დიასახლისებისგან

 

ჯონჯოლი, როგორც ერთ-ერთი ქართული აპეტაიზერი, ძალიან ბევრისთვის საყვარელი კერძია. თუმცა, მომზადებისას დიასახლისები გარკვეულ დაბრკოლებებს აწყდებიან, მათ შორის, გარკვეული დროის შემდეგ, ზედაპირის გაშავებაა. ჩვენმა ფეისბუქჯგუფის წევრებმა გაგვიზიარეს საკუთარი გამოცდილება, მაშ ასე:

 

 

სტერილიზაციის შემდეგ, ჩემ შემთხვევაში, არ იცვლის ფერს, არც მარილი უნდა ბევრი  -  ლელა ხუციშვილი.

 

 

მე ვინახავ ლიტრიან ქილებში, პლასტმასის თავსახურებით. მთავარია მარილწყალი არ მოაკლოთ, თავზე შეგიძლიათ ალუბლის ფოთლები დაალაფოთ რომ არ გაშავდეს ზედაპირი  - მადონა ასლამაზაშვილი.

 

 

 

ქილაში თუ დებთ, ზემოდან თავისივე ფოთლები დაალაგეთ და პატარა ტოტები ჩაჭედეთ ბანკის ყელში და მარილიანი წყალი დაამატეთ, რამდენჯერაც დააკლდება“  -  ლია ხატიაშვილი.

 

 

2 - 3  სიმინდის პატარა ფუჩეჩი ჩააყოლეთ ქილაში და არასოდეს არ გაშავდება. რა თქმა უნდა, ძალიან მჭიდროდ უნდა ჩადოთ ქილაში და ფენა-ფენა მარილი მოაყაროთ. სანამ დამწნილდება, ყოველ დილით შეავსეთ ქილა ან თავისივე მარილიანი ნახარშით, ან მარილწყალით  -  მარინა ივანიშვილი.