როგორ მოვამზადოთ ყვავილოვანი კომბოსტოს მწნილი ისე, რომ ხრაშუნა და გემრიელი გამოვიდეს - Gemrielia.ge

როგორ მოვამზადოთ ყვავილოვანი კომბოსტოს მწნილი ისე, რომ ხრაშუნა და გემრიელი გამოვიდეს

 

მწნილების მოყვარული ძალიან ბევრია, უამრავი სახეობიდან ერთ–ერთია ყვავილოვანი კომბოსტოს მწნილი, რომელიც ბევრისთვის შეუცვლელია. მისი მთავარი ხიბლი სწორედ ხრაშუნა კომბოსტოა. ჩვენმა ფეისბუქჯგუფის წევრებმა, გაგვიზიარეს თავიანთი გამოცდილება და რეცეპტები, გემრიელი და ხრაშუნა ყვავილოვანი კომბოსტოს მწნილის მოსამზადებლად: 

 

 

დაშალეთ ყვავილივანი კომბოსტო, გარეცხეთ, ჩააწყვეთ ჭურჭელში, ჩააყოლეთ კამა, აადუღეთ წყალი – 1 ლიტრა წყალზე 1 სავსე სუფრის კოვზი მარილი გაუკეთეთ და მდუღარე დაასხით კომბოსტოს, გაუკეთეთ ცოტა ძმარიც და დაახურეთ თავსახური. 5-6 დღეში მზად იქნება – ხათუნა შველიძე.

 

 

სტაფილო, ნიახური, კამა, წიწაკა და რამდენიმე კბილი ნიორი. 1 ლიტრზე ერთი სადილის კოვზი მარილი, 1 კოვზი ძმარი გამოიყენეთ. დაასხით მდუღარე და დააფარეთ. სტაფილოც ჩააყოლეთ ბრტყლად დაჭრილი, ძალიან გემრიელი გამოდის – მარინა ბლიაძე.

 

 

 

ალუბლის ფოთოლი და ლიმონმჟავა შეგიძლიათ დაამატოთ, ცოცხალივით შეინახავს – თამარა მენაგარიშვილი.

 

 

3 ლიტრიან ქილაში ჩადევით ცერეცო, ნიახური, პირშუშხა, ნიორი, მწვანე წიწაკა. ჩადევით დახსნილი ყვავილოვანი კომბოსტო, შემდეგ კიტრი, კიტრი თუ დიდი ზომისაა, მრგვალად, მსხვილ ნაჭრებად დაჭერით, სტაფილო სასურველ ზომაზე დაჭერით, ბულგარული ოთხად, ყაბაყი მრგვალად, მწვანილები მოაწყვეთ, დაასხით მდუღარე წყალი, მოხუფეთ და გააჩერეთ, სანამ ქილა თბილი არ გახდება. ეს წყალი გადაასხით, გაუკეთეთ 3ს/კ მარილი, 3ს/კ შაქარი, 1ჩ/კ ლიმონმჟავა, დაასხით მდუღარე წყალი და მოხუფეთ, შეფუთეთ ქილის გაცივებამდე – ლალი წილოსანი. 

 

 

დაშლილი კომბოსტო ჩაყარეთ წყალში, ორი დღე, მესამე დღეს ჩატოვეთ ქილაში, ჩააყოლეთ ნიორი, ნიახური, კამა, დაფნა, მარილი და დაასხით მდუღარე წყალი, ასპირინი. მოხუფეთ. წყალში თუ არ გააჩერებთ ორი დღე, რომ გახსნით, ცუდი სუნი ექნება – მარინა კაპანაძე.