8 შეცდომა, რომლებსაც ჩაის მომზადებისას თითქმის ყველა ადამიანი უშვებს - ნუ დაუშვებთ ამ შეცდომებს, თუ გინდათ, რომ ჩაისგან სარგებელი მიიღოთ
ჩაი მეტად სასარგებლო სასმელია და ორგანიზმს ენერგიით ავსებს, მაგრამ დარწმუნებული ხართ, რომ მას სწორად ამზადებთ და სწორადვე მიირთმევთ? წარმოგიდგენთ 8 გავრცელებულ შეცდომას, რომლებსაც ჩაის მომზადებისას თითქმის ყველა ადამიანი უშვებს.
1. ჩაი მშიერ კუჭზე - ძველი ჩინელები თვლიდნენ, რომ არ შეიძლება ჩაის დალევა „ცარიელ გულზე“ , რადგან კუჭისთვის არასასურველია.
2. მდუღარე ჩაი - მეტისმეტად ცხელი ჩაი ყელს, საყლაპავს და კუჭს აღიზიანებს და აზიანებს. რეგულარული მიღებისას კი შესაძლოა ამ ორგანოების დაავადებები გამოიწვიოს. ჩაის ტემპერატურა 56-60 გრადუსს არ უნდა გადასცდეს.
3. ცივ კერძზე ცხელი ჩაის დაყოლება - ასეთი კონტრასტი კბილის ემალს აზიანებს.
4. მეტისმეტად მაგარი ჩაი - კოფეინისა და ტანინის მაღალი შემცველობა შესაძლოა უძილობისა და თავის ტკივილის მიზეზი გახდეს.
5. წყალში ჩაის ფერის დიდხანს დაყოვნება - თუ ჩაის ნაყენს ხანგრძლივი დროის განმავლობაში აყენებთ, არა მხოლოდ არომატი, გემო და სასარგებლო ნივთიერებების ნაწილი იკარგება, არამედ იწყება ჩაის ეთერზეტების დამჟავების პროცესი. ასეთი ჩაი ნაკლებადაა სასარგებლო. თანაც, რაც უფრო დიდ ხანს გააჩერებთ ჩაის ნაყენს სითბოში, მეტი შანსი აქვთ ბაქტერიებს გასამრავლებლად. ამიტომ ჩაი უშუალოდ მირთმევის წინ მოამზადეთ და დააყენეთ 5-10 წუთის განმავლობაში
6. ჩაის მრავალჯერადი გამოყენება - დამტკიცებულია, რომ პირველი დაყენებისას ფოთლიდან სასმელში ხვდება სასარგებლო ნივთიერებების 50%. ყოველ შემდეგ ჯერზე ეს რიცხვი იკლებს და მხოლოდ შეფერადებულ წყალს ვიღებთ.
7. ჩაი ჭამის წინ და შემდეგ - უშუალოდ ჭამის წინ ან მის შემდეგ მაშინვე ჩაის დალევა არ არის სასურველი, რადგან საჭმლის მონელების პროცესს არღვევს და ანელებს. უმჯობესია ეს სასმელი ჭამამდე 30 წუთით ადრე, ან მის შემდეგ 20-30 წუთში მიიღოთ.
8. ჩაი წამალთან ერთად - ძველი ჩინელების აზრით, ჩაი კლავს წამალს. მასში შემავალი მთრთიმლავი ნივთიერებები ხელს უშლის წამლების შეთვისების პროცესს.