პასკის ძირი რომ არ დაგეწვათ, მოიქეცით ასე... რჩევები გამოცდილი დიასახლისებისგან - Gemrielia.ge

პასკის ძირი რომ არ დაგეწვათ, მოიქეცით ასე... რჩევები გამოცდილი დიასახლისებისგან

ახლოვდება ბრწყინვალე დღესასწაული და დიასახლისებიც სრულ მზადყოფნას აცხადებენ. ამ დღის სიმბოლური დესერტის მომზადებას კი დიდი ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. გიზიარებთ ქართველი დიასახლისების პირად რჩევებს, რომ საგულდაგულოდ მომზადებული ცომი ძირებში არ დაგეწვათ:

ჩვეულებრივ თაბახის ფურცელს ვუდებ ხოლმე და მაღლა პერგამენტს, თავები რომ არ დაეწვას - ანა ხელაშვილი.

მე ძირში წყალს ვასხამ, შარშან გამოვაცხვე წყლით და მის გარეშე, წყლით რომელიც იყო იმას არ დაეწვა ძირი - ნონა ავალიანი.

რამდენიმე ფენა კალკა ჩაუფინეთ, დამარილი ან წყლით სავსე ჯამი დაუდეთ - იაკო.

უკვე რამდენი წელია ქაღალდის ფორმებს ვხმარობ და ძალიან კარგია,არც დაზეთვა უნდა და არც არაფრის ჩაფენა, ცხვება ძალიან კარგი და ნოტიო, რაც მთავარია არ შრება შემდეგ დღეებში - ვენერა ყაჭიური.

ფოლგას არა, მაგრამ პერგამენტს ვუფენ გვერდებზეც - მარიკა გიორგობიანი.

უგემრიელესი პასკის რეცეპტები იხილეთ აქ..