რა უნდა დავდოთ სააღდგომო სუფრაზე - 5 განსხვავებული და საინტერესო იდეა - Gemrielia.ge

რა უნდა დავდოთ სააღდგომო სუფრაზე - 5 განსხვავებული და საინტერესო იდეა

ღდგომა უამრავი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი და საყვარელი დღესასწაულია, ამ დღისთვის მზადების პროცესში კი ყველა თაობის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას. ამბობენ, რომ სააღდგომო სუფრა განსაკუთრებით მდიდარი და ლამაზი უნდა იყოს. იმისთვის, რომ თქვენს მაგიდაზე ტრადიციული პასკისა და წითელი კვერცხების გვერდით გემრიელი და განსხვავებული კერძებიც ელაგოს, მიჰყევით ამ სტატიას და გაეცანით არაერთ საინტერესო იდეას:
 

კვერცხის ფორმის ნამცხვრები

ინგრედიენტები:

150 გრ ფქვილი;
150 გრ შაქარი;
70 გრ არაჟანი;
70 გრ კარაქი;
1/8 ჩ/კ სოდა;
1 ჩ/კ ლიმონის წვენი;
¼ ჩ/კ გამაფხვიერებელი;
მწიკვი მარილი;
9 ც. კვერცხი.

 

მომზადება:

კარგად გარეცხეთ კვერცხები. ნემსის წვერით გაუკეთეთ მცირე ზომის ნახვრეტი და შიგთავსი ნაჭუჭისგან გააცალკევეთ. ამის შემდეგ ნაჭუჭი კარგად გარეცხეთ, მოათავსეთ ნახევარი საათით მარილიან წყალში, შემდეგ ისევ გარეცხეთ და ფრთხილად გაამშრალეთ.
ცომის მოსამზადებლად ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი და სოდა კარგად აურიეთ. ცალკე ჯამში კვერცხს დაუმატეთ შაქარი და ათქვიფეთ კრემოვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ დარბილებული კარაქი და გააგრძელეთ მორევა. მიღებული მასა შეურიეთ ფქვილს, დაუმატეთ არაჟანი და კარგად ურიეთ.
ცომის მასა მოათავსეთ საკონდიტრო ტომარაში და ამ მასით ამოავსეთ წინასწარ გასუფთავებული კვერცხის ნაჭუჭი. აცხვეთ 180 გრადუსზე 25-30 წუთის განმავლობაში.


ისპანახისა და კვერცხის ღვეზელი

 

ინგრედიენტები ცომისთვის:

250 გრ ფქვილი;
½ ჩ/კ გამაფხვიერებელი;
2 ს/კ არაჟანი;
2 კვერცხი;
70 მლ რძე;
70 გრ კარაქი;
მარილი გემოვნებით.
ინგრედიენტები შიგთავსისთვის:
200 გრ ისპანახი;
100 გრ მდნარი ყველი;
100 გრ მაგარი ყველი;
5 მაგრად მოხარშული კვერცხი;
მარილი და პილპილი გემოვნებით

გააგრძელეთ კითხვა