მადისაღმძვრელი პასტა ლიკა კვარაცხელიას რეცეპტით - სწრაფად მოსამზადებელი კერძი მთელი ოჯახისთვის
მადისაღმძვრელი პასტა ლიკა კვარაცხელიას რეცეპტით - სწრაფად მოსამზადებელი კერძი მთელი ოჯახისთვის

 

"სითის" და "ნიკორას" უკვე ტრადიციადქცეული რუბრიკის, აპრილის ნომრის გმირი ლიკა კვარაცხელიაა. ის ნამდვილად მიეკუთვნება იმ ქალბატონების რიცხვს, რომლებიც ყველაფერს ასწრებენ, თან ერთნაირად წარმატებულად. მის ბიოგრაფიაში ბევრი განსხვავებული სფეროა, თუმცა, დღესდღეობით ის აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი და დილის გადაცემაში კულინარიული რუბრიკის წამყვანია. ცოტახნის წინ კი მას კიდევ ერთი, უმნიშნელოვანესი რეგალია დაემატა. უკვე 5 თვეა, ბებია გახდა.
 

ჯერ კიდევ პირველ ლოქდაუნამდე, ლიკა კვარაცხელიას ინსტაგრამგვერდზე, ულამაზეს ფოტოებთან ერთად, ნელ-ნელა ჩნდებოდა მარტივი, სწრაფი და ჯანსაღი კერძების ვიდეორეცეპტებიც. რამდენიმე თვის წინ, ლიკა დილის გადაცემაში კულინარიული რუბრიკის წამყვანის ამპლუაშიც მოგვევლინა და უკვე რამდენიმე თვეა, უგემრიელეს რეცეპტებს ტელეეკრანიდანაც გვიზიარებს. ამჯერად, ლიკას სახლში ვესტუმრეთ. სადაც საგაზაფხულო სამზადისი უკვე დაწყებულია. ლიკამ ჩვენი რუბრიკისთვის უგემრიელესი პასტა მოგვიმზადა, "ნიკორას" ბეკონით, ჩალაღაჯითა და ძეხვით "საექიმო".


ლიკა კვარაცხელია - აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი, ტელეწამყვანი


გაზაფხული ძალიან მიყვარს, უკვე ხვდები რომ მალე ზაფხული მოდის და გაორმაგებული შემართება მაქვს. ამ სეზონზე ვცდილობ მაქსიმალურად მივხედო ეზოს, მცენარეებს... უკვე წარმომიდგენია ზაფხულში როგორი იქნება ჩემი აყვავილებული ეზო და ძალიან მიხარია.


დღის მანძილზე ძირითად დროს სამსახურში, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოში ვატარებ. ამ ეტაპზე ბევრ საინტერესო პროექტს ვაკეთებთ. ძალიან მიხარია, რომ აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საინტერესო პროექტებს ვქმნით და ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ.

 


სამშაბათობით დილის გადაცემაში კულინარიული რუბრიკა მიმყავს. სხვათა შორის, ყოველთვის მინდოდა ჩემი რეცეპტები სხვებისთვისაც გამეზიარებინა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ვიდეორეცეპტებს ინსტაგრამგვერდზე ლოქდაუნამდეც ვაზიარებდი, სახლში ყოფნის პერიოდში მეტი თავისუფალი დრო გამომიჩნდა და ვიდეოების გადაღებაც უფრო აქტიურად დავიწყე. სახლში საჭმელს სულ ვამზადებ, ოღონდ, აუცილებლად მარტივად და ისეთი პროდუქტებით, რომელიც თითქმის ყოველთვის მოიძებნება მაცივარში. ჩემს ვიდეორეცეპტებსაც ასეთი ჰეშთეგი აქვს -#მარტივიკერძები.


რაც შეეხება " ნიკორასთან" მეგობრობას, უკვე წლებია ჩვენი ოჯახის გამორჩეული მეგობარია. ჩვენს სახლთან ძალიან ახლოსაა "ნიკორას" დიდი მარკეტი და ყოველდღიურად დავდივარ საყიდლებისთვის. ოჯახის ყველა წევრს გვაქვს ჩვენი ამოჩემებული პროდუქტი.
 

ზაფხულში, როცა ჩვენს სახლში მწვადის და მეგობრული შეკრებების სეზონი იხსნება, წარმოუდგენელია "ნიკორას" ხორცეულის გარეშე. ხშირად ვყიდულობთ "ნიკორას" ხორცს, რომელიც ყოველთვის ხარისხითა და გემოვნური თვისებებით გამოირჩევა.
 

ჩემს შვილებს განსაკუთრებით უყვართ "ნიკორას" ძეხვეული. ყოველთვისაა ჩვენს მაცივარში რომელიმე სახეობა. ხშირად ვამზადებთ სხვადასხვა სახეობის ტოსტს, პიცას. ჩემთვის კი, როგორც დიასახლისისთვის, "ნიკორას" ძეხვეული ბევრი საინტერესო, მარტივი და რაც მთავარია, გემრიელი კერძის შექმნის შთაგონება ხდება. დღეს, სწორედ ასეთი კერძის რეცეპტი უნდა გაგიზიაროთ, რომელიც სულ რამდენიმე წუთში მზადდება.

 


ინგრედიენტები:


1 შეკვრა პასტა

200 გრ. ბეკონი

200 გრ. ძეხვი "საექიმო"

200 გრ. ჩალაღაჯი

200 გრ. დახეხილი პარმეზანი

1 შეკვრა ტოსტერის ყველი

300 გრ. ნაღები

1 კბილი ნიორი

100 გრ. ღვინო

 


მომზადება:


ცხელ, ზეთმოსხმულ ტაფაზე 2 წუთით გავაჩეროთ 1 კბილი დაჭყლეტილი ნიორი. გემოს გაუშვებს და ამოვიღოთ. ამავე ტაფაზე მოვბრაწოთ "ნიკორას" ბეკონი, ძეხვი "საექიმო" და ჩალაღაჯი. დავამატოთ ცოტა თეთრი ღვინო. ვთუშოთ 1-2 წუთი და დავამატოთ ნაღები.

პარალელურად, მოვხარშოთ პასტა. ეტიკეტზე მითითებულ დროზე 2-3 წუთით ადრე გადავიტანოთ ტაფაზე, რომ არ ჩაიხარშოს და მომზადება ტაფაზე დაასრულოს. პასტის ნახარში წყალი არ უნდა გადავღვაროთ, რადგან კერძის სისქის გასაზავებლად შეიძლება დაგვჭირდეს.

ბოლოს, ტაფაზე ვამატებთ ტოსტერის ყველსა და პარმეზანს. თუმცა, შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერი კარგი ყველი - იქნება ეს იმერული, სულგუნი თუ სხვა. ბოლოს, დავუმატოთ შავი პილპილი, მარილი გემოვნებით და კერძიც მზადაა.

 

წყარო

მასალის გამოყენების პირობები
22 აპრილი, 2021
ნანახია: 88