როგორ მოვამზადოთ ასკილის ჩაი - გამოცდილი რჩევები დიასახლიებისგან - Gemrielia.ge

როგორ მოვამზადოთ ასკილის ჩაი - გამოცდილი რჩევები დიასახლიებისგან

 

ასკილი წმენდს სისხლძარღვოვან სისტემას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, გამოიყენება  თირკმელების, შარდის ბუშტის, ღვიძლის სამკურნალოდ.

 

 

ასკილი ორგანიზმზე მოქმედებს როგორც მატონიზირებელი, გამამაგრებელი საშუალება, ის აბრკოლებს ათეროსკლეროზის განვითარებას; ამაღლებს ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას ინფექციური დაავადებების დროს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. 

 

 

თუმცა, ყოველივე დადებითთან ერთად, აქვს უარყოფითი თვისებაც, ასკილის მიღება არაა სასურველი, ან ფრთხილად უნდა მიიღოთ თრომბოზის, თრომბოფლებიტის, სისხლის მიმოქცევის უკმარიობისას. ხშირად მისი მიღება მაღალი პროთრომბინისა და წნევის დროს არ არის სასურველი.

 

 

 

 

 

გიზიარებთ გამოცდილი დიასახლისების რეცეპტებს, ასკილის ჩაის მოსამზადებლად: 

 

 

გამხამრი ასკილი გარეცხეთ, ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით ადუღებული წყალი. 2.5 ლიტრიანი თერმოსში შეგიძლიათ 1 მუჭა ასკილი ჩაყაროთ, დაასხით ცხელი წყალი დილით და მიირთვით საღამოს. როდესაც გათავდება, შეგიძლიათ დაასხათ ისევ მდუღარე წყალი და გამოიყენოთ ხელმეორედ - ინდო მხეიძე.

 

 

2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ, გამომშრალ ნაყოფს დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი, ადუღეთ 15 წუთით, დაბალ ცეცხლზე. შეფუთეთ და გააჩერეთ ღამით, შემდეგ გადაწურეთ - თეო გოგოლაძე

 

 

 

 

დაარტყით რაიმე მძიმე რომ გასკდეს. ჩაყარეთ თერმოსში და დაასხით მდუღარე წყალი. 1/3 უნდა ნაყოფი, დანარჩენი წყალი - თამუნა დანელია.

 

 

8 სუფრის კოვზ დაჩეჩქვილ ასკილს დაასხით 2 ლიტრა ქაფქაფა წყალი და გააჩერეთ 12 საათი, შემდეგ გადაწურეთ და მიირთვით. აუცილებლად თერმოსში უნდა გააჩეროთ 12 საათით - მაია.