„პასკას თავი რომ არ გაუსკდეს..“ - რა მეთოდებს იყენებენ ქართველი დიასახლისები - Gemrielia.ge

„პასკას თავი რომ არ გაუსკდეს..“ - რა მეთოდებს იყენებენ ქართველი დიასახლისები

 

ახლოვდება ბრწყივალე დღესასწაული და მალე დადგება დღე, როდესაც დავაგემოვნებთ ერთმანეთის გამომცხვარ უგემრიელეს პასკებს, შევადარებთ ერთმანეთს და ჩავინიშნავთ რეცეპტებს მომავალი წლისთვისაც. მანამდე კი, პასკას თავები რომ არ დაუსკდეს და იდეალური გამოგივიდეთ, ჩვენი ფეისბუქჯგფის წევრი გამოცდილი დიასახლისები გვიზიარებენ თავიანთ მეთოდებს : 

 

 

აცალეთ ცომს ამოსვლა ფორმებში, ნუ იჩქარებთ. ასევე, აუცილებელი პირობაა, დაამუშაოთ თავები ზეთიანი ხელით და ჩაუბრუნოთ შიგნით ქიშმიშ-ცუკატები, რადგან თავზე, იმ ადგილას იცის დასკდომა, სადაც ქიშმიში მოხვდება“  - თამარ თაბოშვილი. 

 

 

სანამ ფორმაში ჩადებთ, ხელში დაამუშავეთ გუნდა და როგორც ხაჭაპურის ცომის გუნდას აკეთებთ, ისე შემოუკეცეთ ქვემოთ“  - ნინო ადამია. 

 

 

ზეთიანი ხელით ჩაზილეთ ცომი, ზეთიანი ხელით ამოაგუნდავეთ, წყალი და ფქვილი საერთოდ არ გააკაროთ  - ხათუნა ქუთუბიძე. 

 

 

 

 

ზედა წვა არ ჩაურთოთ. თავიდანვე, გახურებულ ღუმელში რომ შეგამთ, ზედა წვა გამოურთეთ, სანამ პასკა ნახევრად არ გამოცხვება და შემდეგ ჩაურთეთ ზედა წვა“ ელზა წითლანაძე

 

 

თუ თავი გაუსკდა, ან ფორმაში აკლდა აფუება, ან ცომი იყო თხელი. თავიდან უნდა გამოაცხოთ მხოლოდ ქვედა წვით. ფორმაში ჩადეთ ლამაზი გუნდები, ფორმის მესამედზე. სრულად უნდა აფუვდეს ღუმელში მოთავსებამდე“  - ქეთევან კეთილაძე

 

 

 

 

პასკის რეცეპტების ყველაზე დიდი ასორტიმენტი იხილეთ აქ...