სანამ კვერცხების შეღებვას დაიწყებთ, შეამოწმეთ, ახალია თუ არა - გიზიარებთ უტყუარ მეთოდს
როგორ გავიგოთ, ახალია თუ არა კვერცხი? ეს არც ისე ძნელია, დაგვჭირდება მოზრდილი ჭურჭელი და წყალი.
ახალი კვერცხი (1) ჩაიძირება და ჭურჭლის ნაპირთან გაჩერდება.
1 კვირის წინანდელი კვერცხიც (2) ჩაიძირება, თუმცა მისი სქელი მხარე, ძირი, ოდნავ ზემოთ აიწევს
3 კვირის წინანდელი კვერცხის (3) წყალში ჩადებისას, მისი ძირი შესამჩნევად აიწევა ზემოთ, წვერო კი ფსკერისკენ მიემართება.
ძველი კვერცხი (4) წყლის ზედაპირზე იტივტივებს, ასეთი კვერცხის მირთმევა სასურველი აღარ არის.