როგორ დაიკლო ია ფარულავას ძმიშვილმა - სალომე ფარულავამ 46 კილო: "არ მომწონდა ჩემი თავი, გარეთ გასვლის სურვილი არ მქონდა"
ია ფარულავას 29 წლის ძმის შვილს, სალომე ფარულავას ჭარბი წონა ცხოვრების არასწორი რეჟიმის გამო აწუხებდა. თუმცა გოგონამ უგულავას დიეტის დახმარებით 46 კილოს დაკლება შეძლო. სალომე "მარაოს" საკუთარ გამოცდილებას უზიარებს:
"არასწორი ცხოვრების სტილმის გამო მქონდა მომატებული წონა, დღე და ღამე მქონდა არეული. რომ ღამდებოდა ჭამას მაშინ ვიწყებდი, ახლა კი 6ის მერე არ ვჭამ.
ერთი წელია, რაც უგულავას დიეტაზე ვარ. ბოლოს 110 კილო ვიყავი და არ მომწონდა ჩემი თავი. გარდა ვიზუალურისა, ფსიქოლოგიურადაც მოქმედებდა ჩემზე ეს პრობლემა, ზოგჯერ გარეთ გასვლის სურვილიც კი არ მქონდა.