ქიშმიშიანი პასკა - საზიანო, თუ სასარგებლო ჯანმრთელობისთვის? - გიორგი ღოღობერიძე გვირჩევს
ყველასათვის საყვარელი ქიშმიშიანი პასკის შესახებ, ბიოქიმია - ფარმაკოლოგიის ლექტორმა, გიორგი ღოღობერიძემ ისაუბრა:
ყურძნის მარცვლები მდიდარია ვიტამინი B2 და B6–ით, ასევე კალიუმით. რა სარგებელი აქვს საბოლოო ჯამში მას? – ქიშმიში წარმოადგენს გაჯერებულ გლუკოზას. ვიტამინი B2 არის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ვიტამინი, რომელიც ჩვენს ორგანიზმს სჭირდება, განსაკუთრებით მიტოქონდრიებს, მისგან მიიღება ფადი – ის ასრულებს შუამავლის როლს, რომელიც გვაძლევს ატეეფს.
ენერგიის საკმაოდ დიდ წყაროს იძლევა ვიტამინი B2, როდესაც ადამიანი განიცდის მის ნაკლებობას, ვლინდება ტუჩის კუთხეების ანთება, ნახეთქები, პირის ღრუს ანთება, ქვეითდება ერითროციტების რაოდენობაც, რომელთაც გადააქვთ ჟანგბადი.
B6 – გამოიყენება ნეირონების კავშირისთვისაც, მნიშვნელოვანი როლს თამაშობს ჰემოგლობინის სინთეზისთვის, მისი ნაკლებობას ახასიათებს იგივე სიმპტომები რაც B2–ს.
როდესაც ადამიანი ყოველდღიურად მოიხმარს ქიშმიშს, ის ივსებს დღიურ ნორმას. ასე რომ, მიირთვით ხშირად ქიშმიში და შეავსეთ ორგანიზმი სასარგებლო ნივთიერებებით.