„ტყემალს ვაკეთებ და თხელი გამოვიდა, რითი შეიძლება შევასქელო?“ - რჩევები დიასახლისებისგან
ვის არ უყვარს საწებელი, მითუმეტეს ტყემლის, რომელიც ნებისმიერ კერძს განსაკუთრებულ არომატს სძენს. მომზადება საკმაოდ შრომატევადია, მითუმეტეს, როდესაც სახლში ამზადებთ. ჩვენს ფეისბუქჯგუფში დასმულ შეკითხვაზე, თუ როგორ გავასქელოთ ტყემლის საწებელი, ჯგუფის გამოცდილმა დიასახლისებმა ასე გვიპასუხეს:
„დიდხანს ადუღეთ დაბალ ცეცხლზე და გასქელდება“ - ნანა იაკობაშვილი.
„ტყემალი კარგად ირევს ვაშლს, კარგ არომატსაც აძლევს“ - დაჯია დაღუნდარიძე.
„არის ასეთი ფხვნილი - კვიტინი. დანის წვერით დაუმატეთ დუღილის დროს. სუნელებში იკითხეთ, პატარა შეფუთვით არის“ - აზა ტუსკაძე.
„ვაშლი გათუთქეთ, გაწურეთ თუშფალანგზე და გახეხეთ ისე რომ მიიღოთ ძალიან სქელი მასა, აი ეს მასა შეურიეთ ტყემალს და გაასქელებთ“ - ლელა ვაჩეიშვილი-ჭიკაიძე.
„შავი ქლიავი მოხარშეთ, კარგად გახეხეთ და გადაურიეთ. მერწმუნეთ, ისე მოგეწონებათ, ხშირად გააკეთებთ“ - ნინო დვალი.
„არ ადუღოთ. უბრალოდ თავზე მოყენებული სითხე დაასხით წვრილ საცერზე. დაარეგულირეთ სისქე, საცერზე დარჩენილი მასა ისევ გადაურიეთ. ერთი წამოადუღეთ და სულ ესაა“ - მაყვალა ხანთაძე.