პასკის თეთრი და ფერადი მინანქარის რეცეპტები მკითხველისაგან - Gemrielia.ge

პასკის თეთრი და ფერადი მინანქარის რეცეპტები მკითხველისაგან

 

თუკი წარმატებით დაასრულეთ ცომის მომზადება, მიხვედით დასკვნით ნაწილზე და გინდათ თქვენი პასკის ლამაზი მინანქრით გალამაზება, ეს ორი ვერსია, რომელიც ჩვენმა ფეისბუქჯგუფის წევრმა, ნაირა მელაძემ გაგვიზიარა, ნამდვილად დაგეხმარებათ: 

 

 

მინანქარი # 1 

 

 

 

1 ჩკ ჟელატინს დაასხით 2 სკ წყალი. 1 ჭიქა შაქარს დაამატეთ 4 სკ წყალი და დადგით გაზქურაზე, როდესაც შაქარი გადნება შეაგრილეთ, დაამატეთ აფუებული ჟელატინი და ათქვიფეთ მიქსერით, 4-5 წუთი დასჭირდება სანამ გასქელდება და გათეთრდება დაამატეთ 2 სკ ლიმონის წვენი, შემდეგ გადაანაწილეთ ეს მასა და შეურიეთ სასურველი საკოდიტრო ფერები. 

 

 

 

 

 

მინანქარი # 2

 

 

1 ცალი კვერცხის ცილა ათქვიფეთ, დაამატეთ 230 გრ შაქრის პუდრა და ათქვიფეთ კარგად, დაამატეთ 1 სკ ლიმონის წვენი, ან 0.5 ჩკ ლიმონმჟავა, დაამატეთ 0,5 ჩკ სიმინდის სახამებელი. თუ ფერადი გსურთ, შეურიეთ თქვენთვის სასურველი საკონდიტრო ფერები.

 

 

ამ მასით გამოვიდა 10 ც 550 გრამიანი და 12 ც 350 გრამიანი, სულ 22 ცალი პასკა.