სახლში მომზადებული ბუნებრივი, წითელი საღებავი კვერცხის შესაღებად
მრავალი სახეობის საღებავი საშუალება არსებობს, თუმცა შეგიძლიათ თქვენ თავადაც მიიღოთ საუკეთესო შეფერილობა. ეს მეთოდი ჩვენმა ფეისბუქჯგუფის წევრმა, მზია ახვერდაშვილმა გაგვიზიარა.
დაგჭირდებათ:
ენდროს ფესვი - 300-400 გ
ხახვის ფურცელი - 5-6 დიდი ხახვის
წყალი - 4 ლიტრი
მარილი - 1 სადილის კოვზი
ძმარი - 1 სადილის კოვზი
ენდროს ძირები წინასწარ გაასუფთავეთ და გარეცხეთ. შეშრობის შემდეგ დანაყეთ, ან დაჭერით წვრილად. გარეცხეთ ხახვის ფურცლებიც. ჩააწყვეთ ქვაბში (ძველ ჭურჭელში, რომელიც არ დაგენანებათ, რადგან წითლდება შემდეგ და ძნელად გასდის ფერი), დაასხით წყალი და მოადუღეთ დაბალ ცეცხლზე, 10 წუთის განმავლობაში. ბოლოს ჩაამატეთ მარილი და ძმარი. გააგრილეთ.
მოამზადეთ ეს ნახარში კვერცხის შეღებვამდე ერთი დღით ადრე, რომ კარგი ფერი მისცეს კვერცხს.