E250, E407, E621... - რომელი საკვები დანამატია ყველაზე საშიში? - Gemrielia.ge

E250, E407, E621... - რომელი საკვები დანამატია ყველაზე საშიში?

დღეს ბევრს საუბრობენ საკვებ დანამატებზე, რომელსაც თითქმის ყველა ინდუსტრიულ პროდუქტში ვხვდებით. როგორ მოქმედებს ისინი ჩვენს ჯანმრთელობაზე და რამდენად საშიშია ?


რა არის საკვები დანამატი?

საკვები პროდუქტების უმეტესობა, რომელსაც ყოველდღიურად მივირთმევთ, ამ დანამატებს შეიცავს. ეს ნივთიერება, ჩვეულებრივ პირობებში, არ გამოიყენება საკვებად ან პროდუქტის ინგრედიენტად. ის პროდუქტს მომზადების პროცესში ემატება დამუშავების, გადამუშავების, წარმოების, შეფუთვისა და შენახვის დროს, რის შედეგადაც აღნიშნული ნივთიერება ან მისი გვერდითი პროდუქტები ხდება საკვები პროდუქტის ინგრედიენტი.
პროდუქტის ეტიკეტზე მას E სიმბოლოთი გამოსახავენ. წარმოებაში გამოყენებამდე, დანამატები სხვადასხვა ტექნოლოგიურ ტესტებს გადის, რის შედეგადაც მისი დღიური დოზა განისაზღვრება.

მაგრამ ასეთი სიფრთხილის მიუხედავად, ზოგიერთმა დანამატმა შეიძლება მაინც გამოიწვიოს ალერგია, მუცლის ტკივილი ან კიბოც კი.

E250 სოდიუმის ნიტრატია. ეს კონსერვანტი ყველაზე ხშირად ძეხვეულში გვხვდება. შეუძლია გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი გზების პრობლემები. აფერხებს განვითარებას.

E 407 ალერგიას იწვევს და იმუნურ სისტემას ასუსტებს. ხელს უშლის მინერალების ათვისებას ორგანიზმის მიერ. მისი გამოყენება აკრძალულია საბავშვო რძეში ბრიტანეთში. ყველაზე ხშირად სწორედ რძიან დესერტებში - ნაყინში და შოკოლადში შედის.

E621 ნატრიუმის გლუტამატი : გემოს გამაძლიერებელია. მას სხვადასხვა დაავადების გამოწვევა შეუძლია ( გულისრევა, თავის ტკივილი), რომელსაც "ჩინური რესტორნის სინდრომის" სახელქვეშ აერთიანებენ. ზოგიერთ ადამიანში მას ძლიერი ალერგიული რეაქციების გამოწვევა შეუძლია, მით უფრო, რომ ხშირად არ არის მითითებული პროდუქტზე. მისი მოლეკულები ნერვული უჯრედების ძლიერ აღგზნებას იწვევს და თანდათან ანადგურებს. ამ დანამატს იყენებენ კრაბის ჩხირების, სხვადასხვა მარილიანი თუ ტკბილი ბისკვიტების, კრეკერების წარმოებისას.

E102 – ტარტრაზინი ყვითელი ფერის საღებავია, რომელიც ასთმის, რინიტის, უძილობის პროვოცირებას იწვევს. მიჩნეულია კანცეროგენად. აკრძალულია ავსტრიაში, ფინეთში, ნორვეგიაში. ხშირად შეგვხვდება ზოგიერთი სახეობის საღეჭი რეზინის, კამფეტების, ხორცის მარინადის და გაზიანი სასმელების ეტიკეტზე.

E450 შემასქელებელია, რომელსაც შეუძლია ზრდა-განვითარების შეფერხება გამოიწვიოს, ასევე ცუდად მოქმედებს შვილოსნობის უნარზე. ის უამრავ პროდუქტში შედის, მათ შორის, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბავშვთა კვებაშიც.

E220 - ალერგიულ რეაქციებს იწვევს იმ პირებში, ვისაც სულფიტებზე აქვს ალერგია. ცხოველებში კობოს გამოწვევაც შუეძლია. ხელს უშლის ბ1 ვიტამინის და კალციუმის შეთვისებას. ეს კონსერვანტი შედის ძმარში, მაკარონისთვის განკუთვნილ ზოგიერთ სოუსში.

E509 - კალციუმის ქლორიდია. ის პროდუქტის მასის შესასქელებლად გამოიყენება. შეუძლია გულის რითმის დარღვევა, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები , გულისრევა გამოიწვიოს. ეს დანამატი ხშირად გვხვდება საბავშვო რძეში.