არაჟანი, მაწონი, რძე.. – რისგან ამზადებენ ქართველი დიასახლისები პასკას
ახლოვდება დღე და დასაგემოვნებელია უამრავი პასკა. ჩვენმა ფუსფუსა დიასახლისებმა უკვე მოამზადეს პასკები, ზოგიც ახლა აცხობს. მოდით, ერთად გადავხედოთ ვინ რომელ ინგრედიენტს ანიჭებს უპირატესობას:
„მე რძით ვაკეთებ. არის მძიმე და ნოტიო. მაწონი აფუმფულებს, არაჟანით მომზადებული პასკა ორ დღეში იფხვნება. თქვენი გადასაწყვეტია. ორივე უნდა სცადოთ და როგორიც მოგეწონებათ შემდგომ წლებში ისეთი გამოაცხოთ. მე ასე მოვიქეცი“ – მზია მიშელაშვილი.
„არაჟანი და მაწონი არასდროს გამიკეთებია, მხოლოდ რძით და უგემრიელესია. მაწონითა და არაჟნით უფრო მშრალი გამოდის, მალე იფშვნება“ – ნათია სარაძე.
„კლასიკურ რეცეპტში არცერთი არაა. მაგრამ რამდენიმე წელია არაჟანს ვუმატებ და ძალიან მომწონს“ – ეკა ჭალაძე.
„ორი სუფრის კოვზი არაჟანი პასკას უფრო ნოტიოს ხდის“ – კოტრიკაძე თეონა.
„რძითა და კარაქით ვაკეთებ ხოლმე, დედიკოს რეცეპტით და საუკეთესო გამომდის“ – ეკა ხასია.
„არაჟნით ძალიან ნოტიო გამოვიდა, არც მე ვამატებდი, მაგრამ ვცადე და ძალიან მომეწონა. ასე რომ, გირჩევთ. რძეც თავისთავად უნდა“ – ირმა ჩხიროძე.
„მე მაწვნით ვაკეთებ და ის არომატს, სირბილეს და რაც პასკისათვის აუცილებელია არ უნდა იყოს გამომშრალი. მაწონი ოდნავ სისველეს აძლევს. სველი არ არის, მაგრამ ზუსტად ისეთია როგორიც უნდა იყოს პასკა. არაგამომშრალი და არაფხვიერი“ – მზია ზარქუა.
„მაწონი აფუმფულებს და არაჟანი ფხვიერს ხდის პასკას. ტრადიციული, ნამდვილი პასკა უნდა იყოს მძიმე და ნოტიო, ამიტომ მხოლოდ რძე ესაჭიროება და არა მაწონი და არაჟანი“ – ნანუკა კორკოტაშვილი.
საუკეთესო პასკის რეცეპტები იხილეთ აქ...