რა და როგორ უნდა მივირთვათ მარხვის ან დიეტის დასრულების შემდეგ – 7 ოქროს რჩევა გიორგი ღოღობერიძისგან
მარხვა, დიეტები, ოპერაციის შემდგომი პერიოდი და საკვები, როგორ უნდა გავზარდოთ ულუფა ისე, რომ ორგანიზმს არ გაუჭირდეს მისი მონელება და შეძლოს სწორი მუშაობა. ბიოქიმია - ფარმაკოლოგიის ლექტორმა, გიორგი ღოღობერიძემ ამ თემაზე ვრცლად ისაუბრა:
დიეტებისა და მარხვის პერიოდში ინსულინის რაოდენობა იკლებს ორგანიზმში, როდესაც იწყებთ უკვე დიდი რაოდენობით საკვების მიღებას, იზრდება ინსულინის დონეც. უარყოფითი ფაქტი არის ის, რომ ინსულინს, გლუკოზასთან ერთად, უჯრედებში გადააქვს კალიუმი, ფოსფორი და მაგნიუმი. შესაბამისად ამ ბოლო სამი ელემენტის რაოდენობა იკლებს სისხლში.
როგორ გამოიხატება მათი ნაკლებობა ორგანიზმში? თუ დაეცა კალიუმის რაოდენობა, ადამიანს აქვს დაღლილობის განცდა, კუნთების სპაზმი. შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები, შეკრულობა, შებერილობა. მაღალი წნევა. უსიამოვნო გაცნები გულის არეში.
ფოსფორის ნაკლებობა ხელს არ აძლევს ერითროციტებს, რომლებსაც ჟანგბადი გადააქვთ. ჰემოგლობინი ჟანგბადს ვერ გადასცემს და ადამიანს ეუფლება დაღლილობის განცდა. შეიძლება სუნთქვაც გაუჭირდეს.
მაგნიუმის ნაკლებობა იწვევს ტრემორს, ხელების კანკალს, მადის დაკარგვას, კუნთების სპაზმს.
რა უნდა გავაკეთოთ?
1. 3–5 დღის განმავლობაში სავების რაოდენობა ნელ–ნელა გაზარდეთ.
2. პირველ დღეებში ბევრი ნახშირწყალი არ მიღოთ.
3. მიიღეთ კალიუმით მდიდარი საკვები ( ბანანი, კიტრი..)
4. მიიღეთ ფოსფორით მდიდარი საკვები ( ხორცი, ვერცხი..)
5. მაგნიუმით მდიდარი საკვები ( შავი შოკოლადი, თხილი, ავოკადო..)
6. თიამინით მდიდარი საკვები ( ქათმის ხორცი, თევზი, კვერცხი..)
7. მოერიდეთ ნახშირწყლებს პირველ დღეებში.