როგორ შევინახოთ პასკა დიდი ხნით? - ამ მეთოდით პასკა ზამთარშიც კი ახალივით ნოტიო და გემრიელი იქნება - Gemrielia.ge

როგორ შევინახოთ პასკა დიდი ხნით? - ამ მეთოდით პასკა ზამთარშიც კი ახალივით ნოტიო და გემრიელი იქნება

თუკი წელს ბევრი პასკა გამოაცხვეთ ან უბრალოდ გსურთ, რომ თქვენი გემრიელი დესერტი მომავალი თვეების განმავლობაშიც (თუნდაც ზამთარში) მიირთვათ, გაგიზიარებთ ერთ მარტივ მეთოდს, რომლის საშუალებითაც პასკა დიდი ხნის განმავლობაში შეინახება.


 


პასკას გარშემო ალუმინის ქაღალდი (ფოლგა) შემოახვიეთ, როგორც ფოტოზეა მოცემული.


 



 


შემდეგ ცელოფანში გაახვიეთ და თავი მჭიდროდ მოუკარით  - ისე, რომ ჰაერი არ შესდიოდეს. ასე შეფუთული პასკა საყინულეში მოათავსეთ და სასურველი დროით შეინახეთ.


 



 


თუკი პასკის ნაჭრების შენახვა გსურთ, არც ეგ არის პრობლემა. სამზარეულოს ცელოფანში გაახვიეთ ნაჭრები და ისინიც საყინულეში მოათავსეთ.


 

როგორ გავალღოთ გაყინული პასკა?

 



 


პასკის მირთმევა რომ მოგინდებათ, საყინულიდან გამოიღეთ და 3-4 საათის განმავლობაში მაცივარში დააყოვნეთ. შემდეგ გამოიღეთ, ალუმინის ქაღალდი მოაშორეთ და მიკროტალღურ ღუმელში შეათბეთ (შეგიძლიათ ოთახის ტემპერატურაზე გააჩეროთ, მაინც კარგი იქნება). თუ მიკროტალღური ღუმელი არ გაქვთ, 140-150 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შეათბეთ 15-20 წუთის განმავლობაში. გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაში ალუმინის ქაღალდი არ უნდა მოაშოროთ.


 


გაყინული პასკის არ შეგეშინდეთ, -18 გრადუსზე შენახული პასკა 5 თვის განმავლობაში იდეალურად შეინახება, არც გემოსა და არომატს დაკარგავს.