როგორ დავუბრუნოთ დანა–ჩანგალს ბზინვარება – ყველაზე იაფი და უტყუარი მეთოდი
ჩანგლები, კოვზები და დანები დროთა განმავლობაში ბრწყინავს კარგავს, ჩნდება ნაკაწრები და ლაქები. მიუხედავად იმისა, თუ რა მასალისგან არის დამზადებული, ყველა მათგანი პერიოდულად საჭიროებს საფუძვლიან წმენდას, რასაც სტანდარტული ჭურჭლის სარეცხი ვერ უმკლავდება.
ეკატერინა ალეხინა, ერთ–ერთი რესტორნის მეპატრონე, დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა ეფექტურ გზას სისუფთავის დასაბრუნებლად და მიაგნო ასეთ მეთოდს:
კარგად მოხარშეთ სამზარეულოს ინვენტარები (კოვზი, დანა, ჩანგალი) ქვაბში, ნებისმიერ მაკარონთან ერთად. შედეგით გაოცდებით. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მაკარონი ასრულებს მხოლოდ საწმენდი საშუალების როლს და არ გამოიყენება საკვებად, შეიცვლის შეფერილობასაც და გახდება მონაცრისფრო ფერი. ხოლო დანა–ჩანგალი კი საოცარ ბზინვარებას შეიძენს.