თუ ქათმის ხორცს რეცხავთ ხოლმე, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია! - Gemrielia.ge

თუ ქათმის ხორცს რეცხავთ ხოლმე, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია!

თითოეულ ჩვენგანს ბავშვობიდან გვასწავლიდნენ, დაგვებანა ხელები ჭამამდე და გაგვერეცხა კარგად ყველა პროდუქტი. დღემდე უმეტესობა დარწმუნებულია, რომ სწორად იქცევა, როდესაც საჭმლის მომზადებამდე პროდუქტებს საგულდაგულოდ რეცხავს.


თუმცა, აღმოჩნდა, რომ ასე შესაძლოა, პირიქით, ვავნოთ ჩვენს ჯანმრთელობას, რადგან ზოგიერთი პროდუქტის გარეცხვა რეკომენდებული არ არის. ერთ-ერთი ასეთი პროდუქტია ქათამი.

 

ბევრი ადამიანი თვლის, რომ კერძის მომზადებამდე ხორცი გამდინარე წყალში უნდა გაირეცხოს, რათა მოშორდეს ბაქტერიები. მაგრამ სინამდვილეში, გამდინარე წყლის ქვეშ ქათმის გარეცხვისას, თქვენ ბაქტერიებს კი არ აცლით ხორცს, არამედ ნიჟარას, ჭურჭელსა და სამუშაო მაგიდას აბინძურებთ, იმ ადგილებს, სადაც შესაძლოა, ქათმის გარეცხვისას წყლის შეხეფები მოხვდა.

 

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბაქტერია ქათმის ხორცზე - სალმონელაა. მაგრამ ყველა ბაქტერია, რომელიც ქათმის ხორცზე არსებობს, კვდება 165 გრადუს ტემპერატურაზე. ამიტომაც მის გარეცხვას აზრი არ აქვს.