ყველი წათხში იშლება? - აი, როგორ უნდა შეინახოთ სწორად - Gemrielia.ge

ყველი წათხში იშლება? - აი, როგორ უნდა შეინახოთ სწორად

 

ყველის შენახვა ყოველთვის აქტუალური თემაა. მისი შენახვისას ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, მითუმეტეს თუ მის შენახვას დიდი ხნით გეგმავთ. ჩვენმა ფეისბუქჯგუფის წევრმა დიასახლისებმა გაგვიზიარეს თავიანთი გამოცდილი რჩევები: 

 

 

თუ მაისის ყველის შენახვას აპირებთ ზამთრისთვის, მაშინ 4 ლიტრ წყალში ერთი კილო მარილი გახსენით და ჩაალაგეთ ყველი. თუ ახლა გინდათ, ყოველდღიურ სახმარად, მაშინ 5 ლიტრში გახსენით 1 კგ მარილი. ისე, თუ ყველს ბევრს ჩაყრით ისეთი მარილიანი არ იქნება, მაგრამ თუ ერთი და ორი თავი იქნება მაინც აიღებს სიმლაშეს. მარილი კარგად გახსენით – თეონა მოციქულაშვილი.

 

 

ზედმეტად რომ არ აიღოს მარილი, შაქარიც უნდა გაუკეთეოთ. 5ლიტრაზე 1 ჭიქა – რუსუდან არონია.

 

 

 

 

 

აიღეთ 6ლიტრი წყალი, ერთი კილო ქვის მარილი, ერთი ჭიქა შაქარი და ერთი ჭიქა თეთრი ძმარი. გახსენით კარგად და სულ ეს არის. შემოდგომით გაკეთებული ახლაც მააქვს, ოღონდ მთავარია გრილ ადგილას შეინახოთ.

 

 

მარილი გახსენით წყალში, ჩააგდეთ მოსახარში კვერცხი და უნდა ამოტივტივდეს 20 თეთრიანის ტოლი. აი, მაშინა არის ზუსტი მარილი ყველისთვის – ინგა ვარდიშვილი.